ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტისას ჩემი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ახალმა ევროკომისიამ ოფიციალურად მუშაობა დღეიდან დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია – ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი, ასევე, მოხსნან „გრიფი“ მასალებს

ვიკა ფილფანი – სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ ასრულებს – მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, მათნაირი გამყალბებელი