საპროტესტო აქცია ჭავჭავაძის გამზირზე გრძელდება

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათ კოცონი აქვთ დანთებული. გარდა ამისა, ადგილზე მიიტანეს საბურავებიც. აღშსანიშნავია, ისიც, რომ აქციის მონაწილეები ერთმანეთს საკვებით ამარაგებენ. აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, 2020 წლის გაყალბებული არჩევნების პირდაპირი შედეგია – ფადი ასლი

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ის მადლობას უხდის ყველას, ვინც სამართლიან პროტესტს გამოხატავს. “გმირები არიან ისინი, ვინც სიცივეში ქუჩებში დგანან,მაგრამ ასევე ყველა დიპლომატი ,მასწავლებელი, სახელმწიფო მოხელე და საჯარო მოხელე გმირია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის საარსებო წყაროს გადადგომით,ასევე განცხადებების გაცემით ან თუნდაც სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტების წერით. […]

აწსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერენ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივსა და ხალხის უზენაეს ნებას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით. როგორც განცადებაშია ხაზგასმული, საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე იდგეს. პროფესორ-მასწავლებლები კოლეგებს მოუწოდებენ, დადგნენ სიმართლის მხარეს. “ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო […]

ღირსეული საქციელის და მით უმეტეს გმირობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გექნებათ – ბიზნესმენი საჯარო მოხელეებს მიმართავს

“ღირსეული საქციელის და, მით უმეტეს, გმირობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გექნებათ,” – ბიზნესმენი რესან ქიქავა საჯარო მოხელეებს მიმართავს და სთხოვს დადგნენ ხალხის გვერდით, რადგან, საჯარო მოხელე უნდა იყოს ხალხის სამსახურში. “საჯარო მოხელე უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ხალხის ნება გამოხატულია კონსტიტუციაში. საქართველოს მოქალაქეები, თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს თმობენ, იმისთვის რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასი და ყველა ის პრივილეგია […]

ქართველებით დახუნძლული კვირა – “კვარას”, “ქოჩორას”, “ჟორჟისა” და ბუდუს მატჩის დღე!

“ნაპოლიმ” რთული მეტოქეები მაქსიმალური წარმატებით დაძლია და იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურს კვლავ ლიდერის რანგში შეხვდა. ეგაა, ცხრილში სერიოზული სიმჭიდროვეა. “ლაციო” (შინ. იქამდე თასზე სტუმრობა), “უდინეზე” (სტუმრად), “ჯენოა” (ს), “ვენეცია” (შ. მე-18 ტური) – ესაა მატჩები, რომლებსაც ნეაპოლებები წლის ბოლომდე ჩაატარებენ, მანამდე კი “სტადიო ოლიმპიკო დი ტორინოზე” (28 177 მაყურებელი) “ტორინოს” ესტუმრებიან – დღეს, 1-ელ დეკემბერს, […]

მესი: ეს კლუბი “ბარსელონაში” “რეალზე” მეტად ეზიზღებათ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხურთელის ლიონელ მესის თქმით, მის ყოფილ კლუბ “ბარსელონაში” ფეხბურთელებს “რეალზე” უფრო მეტად ლონდონის “ჩელსი” ეზიზღებათ. “არ მეგონა ამას როდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ “ბარსელონაში” არიან ფეხბურთელები, რომლებსაც “რეალზე” მეტად “ჩელსი” სძულთ. ასევე არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებაში ოდესმე “ბოკა” “რივერისა” და ბრაზილია არგენტინას მეტოქეობაზე უარესს ვნახავდი. ერთ დროს გვერჩივნა გვეთამაშა “არსენალთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ან ვინმე […]

უკრაინის და რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებსა და დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევში ათამდე დრონი მოიგერია. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, არავინ დაშავებულა. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 1 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. 29 უკრაინული დრონის მოგერიებას იუწყება რუსეთის […]

„ვნანობ, რაც ჩავიდინე.. მე ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას, მორჩა“ – ბიჭმა, რომელმაც დედა მოკლა, თვითმკველობის წინ ვიდეო ჩაწერა

თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობა დღეს, საბურთალოზე მოხდა. მოკლულია 49 წლის ნ.ხ დედის მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. „თუკი ამ ვიდეოს უყურებთ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. თუ ეს ვიდეო შეგხვდათ ეს იმან ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ, იმიტომ რომ თავი მოვიკალი და სანამ ამას ჩავიდენდი მე […]

აქცია თსუ-ის პირველ კორპუსთან გრძელდება

აქციის მონაწილეები თსუ-ის პირველ კორპუსთან იმყოფებიან. ვარაზისხევის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც. საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათიდან რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-ისკენ დაიძრნენ.

თბილისში შვილმა დედა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.