ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელები კიევში ჩავიდნენ

დღეს, 1 დეკემბერს კიევში ჩავიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი. ევროკავშირის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნოემბერში არჩეული კოშტა და კალასი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ, ამიტომ, პირველივე დღეს უკრაინაში მათ ჩასვლას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. კიევში ჩასულმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირს […]

მიხაილ როთი – თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის – თქვენ გაიმარჯვებთ!

თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის. „აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპისთვის, ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!“- წერს […]

კიდევ ერთი ფორვარდი – ვინ შეიძლება შეცვალოს მიქაუტაძეს გარდა ვლაჰოვიჩი “იუვენტუსში”

The Mirror წერს, რომ “იუვენტუსი” გუნდის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელის ძებნაზე აქტიურად მუშაობს. არსებობს იმის საშიშროება, რომ სერბი კონტრაქტს არ გაახანგლძრივებს, მაგრამ საქმე მარტო ამაში როდია. ტურინელთა ერთ-ერთი შემტევი არკადიუშ მილიკი ტრავმირებულია და “ვეკია სინიორას” წინა ხაზზე გაძლიერება ესაჭიროება. “ტუტოსპორტმა” რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ “იუვენტუსი” საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს აქტიურად […]

თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია – მიხაილ როთი

თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისიშეფასებით, ახლა თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის. „აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპისთვის, ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!“- წერს […]

პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა და მხარს უჭერს “ქართული ოცნების” ძალისხმევას, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს – “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი

პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა და მხარს უჭერს “ქართული ოცნების” ძალისხმევას, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს – “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. “აშკარაა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ისინი […]

“კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას” – ქუთაისის აწსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას. ისინი მოუწოდებენ კოლეგებს, სიმართლის მხარეს დადგნენ. “ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მივიჩნევთ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი […]

სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას იცავს ქუჩაში გამოსული ხალხი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია BBC-ს, რომელშიც განაცხადა, რომ ის რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ქვეყანას ახლა სჭირდება სტაბილურობა. ზურაბიშვილის სიტყვებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა არცერთი სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტი. „ყველა სხვა ინსტიტუტში ერთპარტიული მმართველობა ბატონობს, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში შენიშნავს, […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით. აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების განცხადებაშია ნათქავამი. ამასთან, განმარტავენ, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება […]

ნინო დოლიძე – მოსახლეობა აჩვენებს უპრეცედენტო თავგანწირვას საკუთარი დემოკრატიული მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის და ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

საქართველოს მოსახლეობა აჩვენებს უპრეცედენტო თავგანწირვას საკუთარი დემოკრატიული მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის და ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები არ შეეგუებიან საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას. „ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა განცხადებას და მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს […]

გიორგი ბოტკოველი – დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის აღდგენის და ამავდროულად, გადარჩენის პროცესი

დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის აღდგენის და ამავდროულად, გადარჩენის პროცესი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, „ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს თავისი სადამსჯელო რაზმით, ეს არის ქვეყნის ღალატი“. „დარწმუნებული ვარ, ეს ვერ შეაშინებს ვერცერთ ამ იმ ადამიანს, ვინც […]