ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციაზე – ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც პრემიერმა განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. „ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი – ირაკლი კობახიძე

ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები. „მგონია, რომ ყველაფერი ადვილი შესაფასებელია, რაც ხდება. პირველი, რაც არის ფაქტი […]

ელენე ხოშტარია – ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი უფლებისთვის, სახელმწიფოსთვის და ევროპული მომავლისთვის – ხელისუფლებას ერთადერთი რაც დარჩა, ეს არის რუსულ სტილში მოძალადე დაჯგუფებები

ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი უფლებისთვის, სახელმწიფოსთვის და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხალხი განსაზღვრავს დღეს, როგორი იქნება დღე, ღამე და ა.შ. “ხელისუფლებას ერთადერთი რაც დარჩა, ეს არის რუსულ სტილში მოძალადე დაჯგუფებები. ეს არ არის პოლიცია, ესენი არიან მოძალადე დაჯგუფებები, რომლებიც […]

ირაკლი კობახიძე – არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1 120 000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს

ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ […]

ირაკლი კობახიძე – ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს და ვერ ეგუება ამას – რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს

მალე იწყება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მეშვიდე წელი და წარმოიდგინეთ, კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, „რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს […]

ირაკლი კობახიძე – დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა – მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო

სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა-მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ში ელჩის პოსტის დატოვების შესახებ დასმული კითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, დავით ზალკალიანის არჩევანს პატივს ცემს. „რაც შეეხება დავით ზალკალიანს, მან დატოვა თანამდებობა, მე მასთან […]

პრემიერი – ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე

ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. „მინდა, ასევე, გამოვეხმაურო საზოგადოებრივ […]

ირაკლი კობახიძე – თეიმურაზ ჯანჯალიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო

თეიმურაზ ჯანჯალიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა და უცნობია, თუ რა იქნება მისი გადაწყვეტილება. „გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მანამდე უკვე შემდგარი იყო მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის, […]

ირაკლი კობახიძე – ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ

ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის სწირავენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება, „გუშინდელი დღე კი იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“. […]

“ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით” – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი სტუდენტი სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საპროტესტო აქციების დღეებში, სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ. განცხადებას ხელს 1000-ზე მეტი სტუდენტი აწერს. “ჩვენ, ბსუ-ის სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის […]