კაია კალასი – ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას – ვწუხვართ მმართველი პარტიისგან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას, ამას ევროკავშირისგან პირდაპირი შედეგები მოჰყვება

ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე – ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს. ამასთან, განმარტავენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან. […]

ირაკლი კობახიძე – პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ, ის ძალიან კარგი პიროვნებაა – მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო

პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ. ის არის ძალიან კარგი პიროვნება, მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ელჩს ტყუილების თქმა უწევს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. „პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ. ის არის ძალიან კარგი პიროვნება. ჩვენი ვარაუდი იყო, […]

ირაკლი კობახიძე – ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი – ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ“ ჭაობში, სადაც დღესაც იმყოფება

ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ“ ჭაობში, სადაც დღესაც იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, გუშინ გამართულ აქციაზე სრული მოთმინებით იმოქმედა თითოეულმა პოლიციელმა. „ყველა ფაქტზე არის დაწყებული მოკვლევა-გამოძიება, კიდევ ერთხელ […]

პრემიერი – სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს

ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული, რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. […]

პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, ვისთან

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. „ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, […]

El Gol Digital: პერესი ანჩელოტის დაითხოვს და სეზონის ბოლომდე გუნდს ამ მწვრთნელს ჩააბარებს

El Gol Digital სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მალე გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაითხოვს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მადრიდულ გუნდს სეზონის ბოლომდე სანტიაგო სოლარი ჩაიბარებს, რომელიც “ბლანკოსს” 2018/19-წლების სეზონში 6 თვით უკვე ხელმძღვანელობდა. El Gol Digital-ის ინფორმაციით, ზაფხულში “რეალის” მთავარი მწვრთნელი “ლევერკუზენის” ამჟამინდელი დამრიგებელი ხაბი ალონსო გახდება.

ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან – კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებას “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”. მისი თქმით, ის ამ საკითხს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილავს. “თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას – ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა უკვე […]

პრემიერი – ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ, დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს

ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები. „მგონია, რომ ყველაფერი ადვილი შესაფასებელია, რაც ხდება. პირველი, რაც არის ფაქტი […]

ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციაზე – ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც პრემიერმა განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. „ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,-აღნიშნა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია – ერთადერთი, ვინც აღიარებს, ამტკიცებს და ულოცავს მათ, არის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის პარლამენტი

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია. არჩევნები, რომლის შედეგადაც ეს პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ, არ არის ლეგიტიმური. ის არავის არ აღიარა. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ არ აღიარა, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ აღიარეს. პარლამენტი არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ასე რომ, ეს არის ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვიულმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში […]