ირაკლი კობახიძე – უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს – ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა

უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილავს თუ არა სამთავრობო გუნდი კომპრომისს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“. „არის ხოლმე მომენტები, როდესაც შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება უკანაც […]

სპეცრაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა. საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს. მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. სპეცრაზმი გამოჩნდა ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც მომიტინგეებს ასევე ხელოვნური ბარიკადები აქვთ აღმართული.

ნათია მეზვრიშვილი – გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, „რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი“. „ეს განცხადება იქნება ივანიშვილის და […]

ჯანდაცვის სამინისტრო – 30 ნოემბრის აქციიდან კლინიკაში 44 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 44 ადამიანი გადაიყვანა. მათივე ცნობით, აქედან 27 აქციის მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელი იყო. “30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი. აქედან, […]

“ხაშური არის ევროპა” – საპროტესტო მსვლელობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ხაშურში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და თანაქალაქელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ მათ პროტესტს. “ხაშური არის ევროპა”, “აჯანყდი” – ამ შეძახილებით მოიარეს მათ ქალაქის ქუჩები. ხაშურელები ამ ფორმით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და […]

“მისი არჩევანია” – ირაკლი კობახიძე დავით ზალკალიანის გადადგომას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომას და ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს მას, რადგან მასზე იყო “მძიმე ზეწოლა”: რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე თავად ზალკალიანის გადადგომის ფაქტს სამწუხაროს უწოდენს და შენიშნავს, რომ მას ესაუბრა კიდეც, თუმცა “ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს“: „ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც […]

დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის პოსტზე წარადგინა თავისი მრჩეველი კეშ პატელი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის დირექტორის პოსტზე წარადგინა თავისი მრჩეველი კეშ პატელი. ახლა პატელის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. „კეში არის ბრწყინვალე იურისტი, გამომძიებელი და [მოძრაობა] ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისას’ მებრძოლი, რომელმაც თავისი კარიერა მიუძღვნა კორუფციის გამოვლენას, სამართლიანობისა და ამერიკელი ხალხის დაცვას“, – წერს ტრამპი თავის სოცქსელ Truth Social-ში. პატელი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი […]

კობახიძე: როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე

„ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული საპროტესტო აქციები კი საპოლიციო ძალებმა დაარბიეს. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 […]

გილოცავთ, დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!

გილოცავთ, დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის! გილოცავთ, 1-ლი დეკემბრიდან ანუ დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი. მისივე თქმით, ეს კანონი არის ზნეობრივი აქტი, რომელიც დაიცავს მომავალ თაობას უზნეობის პროპაგანდისაგან და უზნეობის […]

დღეს, 1 დეკემბერს, 18:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება

დღეს, 1 დეკემბერს, 18:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია: 1. გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი; 2. ყოველდღიურად, ეთერი დაეთმოს საზოგადოებას. 3. არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში. ** 30 ნოემბერს, საქართველოს პირველ არხთან აქცია გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის აქციების, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქება იყო. […]