დავით დევიძე – გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ დავით დევიძე შეუერთდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას – ვაგრძელებ მუშაობას სააგენტოში, ვემსახურები ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიცრუეა თითქოს, ის შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების ნაწილის პეტიციას, სადაც ისინი ემიჯნებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. როგორც დევიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს მისი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით […]

„არა რუსულ ხელისუფლების, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს

„არა რუსულ ხელისუფლების, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს. უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18:00 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. „პროტესტი გრძელდება, ამჯერად ავტომფლობელები ქალაქში მსვლელობას ვმართავთ. ამ ფორმით ვაპროტესტებთ „ქართული […]

ახმეტაში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა

ახმეტაში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეებმა თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლების ცვლილება ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეები როგორც მსვლელობისას, ასევე, სიტყვით გამოსვლის, მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციებს შეუერთდნენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია. აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ. პროტესტი მიმდინარეობს კახეთის რეგიონის რამდენიმე […]

„პირდაპირი შედეგი ექნება ევროკავშირისგან“ – კაია კალასი მომიტინგეებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოჰყვება „პირდაპირი შედეგები ევროკავშირისგან“. „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე პირველ დეკემბერს. „ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიისგან მომავალი სიგნალების გამო, რომ ისინი აღარ […]

ცაჰკნა: ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა

საქართველოში ამ დილითაც, ისევ საგანგაშო სურათია. ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა.

“ატლეტიკოსთან” განადგურების შემდეგ “ვალიადოლიდმა” მწვრთნელი გადააყენა

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში “ვალიადოლიდი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” 0:5 განადგურდა და კლუბმა გვაუწყა, რომ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი 41 წლის პაულო პეცოლანო გაათავისუფლა. ურუგვაელმა გუნდის სათავეში 1 წელზე ოდნავ მეტი დაჰყო ის დაინიშნა 2023 წლის აპრილში. მის კარიერაში “ვალიადოლიდი” პირველი ევროპული კლუბი გახლდათ, თუმცა ნაკლები წარმატებით, რადგან 15 ტურის შემდეგ გუნდს 9 ქულა აქვს […]

კიევში ჩავიდა ევროკავშირის დელეგაცია ანტონიუ კოშტას და კაია კალასის მონაწილეობით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენელი კაია კალასი 1 დეკემბერს კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორივე პოლიტიკოსისთვის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც მათ ახალი თანამდებობები დაიკავეს 29 ნოემბერს. მათ თან ახლავს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. როგორც კალასმა დაწერა სოცქსელ X-ში, „ჩემი მესიჯი მკაფიოა: ევროკავშირს […]

„თქვენ გინდათ რევოლუციაო?“ – რას ჰყვება რადიო თავისუფლების პროდიუსერი, რომელიც სპეცრაზმმა დააკავა და სცემა

რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა წუხელ ღამით აქციაზე დააკავა, ნაცემია. ის ახლა საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. როგორც მისმა ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ გვითხრა, მას შუბლის მარჯვენა მხარეს აქვს შესამჩნევი დაზიანებები: „შუბლი საკმაოდ გაწითლებული აქვს და ცემის კვალი ეტყობა“. ბექა ბერაძემ ადვოკატს უამბო, როგორ მიდიოდა აქციის სიახლოვეს და როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში. არც იმან […]

“კარგია, თვითლუსტრაციაა” – კალაძე მერიის თანამშრომლების განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერი, კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც ოცნების ანტიევროპული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ წინა კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადეს. კალაძემ თანამშრომლების განცხადებას თვითლუსტრაცია უწოდა. “ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, […]

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმაურება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმაურება. “ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას […]