“ტორინოსთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დღეს, სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “ტორინოს” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ. შეხვედრა “ოლიმპიკო დე ტორინოზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით – მაია სანდუ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. პლატფორმა X-ზე მაია სანდუ წერს, რომ საუბრისას გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი და, ასევე, აღფრთოვანება „მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ“. „მოლდოველებსა და ქართველებს საერთო მისწრაფება აქვთ მშვიდობიანი, კეთილდღეობით აღსავსე მომავლისა ევროკავშირში“, – წერს იგი. ბოლო სამი ღამის განმავლობაში, 28 ნოემბრის საღამოდან, თბილისის ცენტრში, […]
ომბუდსმენი: დაკავებულები მიუთითებენ სპეცრაზმელების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე

საპროტესტო აქციაზე 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირიდან, რომლებიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 38 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ დღეს, 1 დეკემბერს განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ინფორმაციით, 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს. სახალხო დამცველის განცხადებით, საგანგაშოა, რომ დაკავებულები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში […]
“აცახცახებულს უცებ ვიღაცამ ჩამჭიდა ხელი” – რა ხდება აქციებზე – თამარ ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური: გუშინ ღამე, პარლამენტის უკან, ოთხი ქალი ვიდექით ხარებას რუსების პირისპირ, მათ უკან წყლის ჭავლის მანქანა იდგა… სრულიად მოულოდნელად, სუსხიანი ღამის საათებში, ცივი წყლის ნაკადი ჩვენსკენ მომართეს. ამ დროს, გულში ყოველთვის ვლოცულობ – იმდენი ძალა მომეცეს, რომ რუსების წინაშე არ დავეცე, არ შევრცხვე, წყალს და სიცივეს არ დავეძებ, […]
გიორგი გახარია ევროკავშირს – ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას!

ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ- მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ევროკავშირს […]
ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ, – სააკაშვილი აშშ-საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს. ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას. როგორც ის განმარტავს, სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა მისი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 9 […]
საპროტესტო აქცია მთელ საქართველოში გრძელდება – აქციის მეოთხე დღე

დღეს თბილისში აქცია სამ ლოკაციაზეა დაგეგმილი. 18:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან 19:00 საათზე, პარლამენტთან და მთაწმინდაზე, ივანიშვილის რეზიდენციასთან. აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ხაშურშიც, ოზურგეთსა და საჩხერეშიც.
მიხეილ სააკაშვილი – აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს – ახლა, როცა ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს. ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას. როგორც ის განმარტავს, სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა მისი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 9 […]
მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონის ესაუბრა

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვას სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად მათი გამბედაობის გამო“, – წერს მოლდოვას პრეზიდენტი. მისი თქმით, მოლდოველებს და ქართველებს აქვთ ერთი და […]
ახმეტაში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა

ახმეტაში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეებმა თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლების ცვლილება ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეები როგორც მსვლელობისას, ასევე, სიტყვით გამოსვლის, მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციებს შეუერთდნენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია. აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ. პროტესტი მიმდინარეობს კახეთის რეგიონის რამდენიმე […]