“ნაბი@ვრებო, იცით, ვინ სცემა გიორგი?” – ქურდობა, თავდასხმა, ცემა – რა ხდებოდა რუსთაველზე წუხელ?

გიორგი გაბედავას სასტიკად ცემამდე რა მოხდა, იმას მოვყვები ახლა, საჯაროდ მოხდა აქ და არაერთი ადამიანი იყო მონაწილე, მათ შორის, ვოლსკიც. მოკლედ, გიომ, გააპროტესტა წინა დღეებში აქციის სასტიკი დარბევები. დაესივნენ კომენტარებში, რას წერო, იქ ისინი სცემესო, ვინც კანონს არღვევსო, მშვიდობიანი იქ ვინ სცემესო, ტყუილიაო, რატომ წერ რომ მშვიდობიანი ადამიანები სცემესო! გიო უხსნიდა, ცემას არ აქვს მიზეზიო, […]
“მე გამოვჩნდები მაშინ, როდესაც ყველაზე საჭირო ვიქნები და ზემოდან ნიშანი მექნება” – ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გუშინდელ თავის ქმედებას ეხმაურება. “გუშინ მქონდა ძალიან ემოციური ღამე, არ ვიცი განსაკუთრებული რაგავაკეთე, იდგნენ, ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ და როგორ კაცო, არ უნდა შევსულიყავით?! ახლა გუშინდელი აქციის მონაწილეები არიან უნივერსიტეტთან და მთხოვეს რომ ჩავსულიყავი, მაგრამ ფიზიკურად ვერ ჩავალ, რადგან გუშინ ძალიან ემოციური ღამე მქონდა, ცოტა შეუძლოდაც კი […]
„იმ ადამიანებისთვის, ვინც პროტესტს ეწინააღმდეგება“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „იმ ადამიანებისთვის, ვინც პროტესტს ეწინააღმდეგება: 1. საქართველო თვითკმარი სახელმწიფო არაა და ვერც იქნება ჩვენი ქვეყნის სიმცირის, სამეზობლო ფაქტორების, ზოგადად გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო. არ გვაქვს თვითკმარი არც უსაფრთხოება, არც ეკონომიკა და ა.შ. 2. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ საჭიროა ყველა ტიპის მხარდაჭერა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური თუ სხვა. 3. ჩვენი მოცემულობის ფონზე ევროკავშირთან ურთიერთობა პრაქტიკულად შეჩერებულია. 4. […]
კახა კალაძე აქციებზე რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციაზე – გასარკვევია, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასარკვევია, ვინ არიან, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებმა აქციებზე დააკავეს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „ერთი-ორი კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ალბათ, გამვლელი ტურისტები არიან. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მგონი, რვა ადამიანია. როდესაც შენ ძალადობ პოლიციაზე, ეს წარმოუდგენელია. […]
კახა კალაძე – ოპოზიცია არ ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რადგან არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში „უკრაინიზაცია“ განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ელოდებიან ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, კახა კალაძე განმარტავს, რომ მათ ეს არ აწყობთ. „იმიტომ, რომ არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო. ხალხმა […]
კახა კალაძე – ძალიან მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი

ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან […]
„სამართლიანი არჩევნები“ – აქციაზე დაკავებულმა შოთა ნარსიამ ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი

„სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 1-ელი დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს „სამართლიანი არჩევნების” უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიან პროტესტში. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას „სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა […]
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროდიუსერი, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ, საგარეჯოს იზოლატორშია

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროდიუსერი ბექა ფერაძე საგარეჯოს იზოლატორშია. ის გუშინ გვიან ღამით, აქციიდან დაიკარგა და გამოცემა მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. ცნობილია, რომ ის ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. თუმცა უცნობია დაკავების საფუძველი. “ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უკვე მოინახულა ექიმმა და ამ წუთებში ადვოკატი ელის მასთან შეხვედრას. დამატებით ცნობები, თუ როგორ გრძნობს ის თავს, ამ ეტაპზე […]
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ევროპული გზა, მაგრამ არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების მსხვერპლი. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რატომ არიან ასე მონდომებულები, შეცვალონ არსებული ხელისუფლება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ევროპული გზა, მაგრამ არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების მსხვერპლი. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რატომ არიან ასე მონდომებულები, შეცვალონ არსებული ხელისუფლება “დასავლეთს პოლიტიკური გავლენებისა და ძალაუფლების დაკარგვაზე მეტად ეშინია დოლარისა და ევროს, როგორც მსოფლიო ვალუტის ჩანაცვლების, რაც მათი სიმდიდრის და ძალაუფლების მთავარი წყაროა და რასაც ტრამპიც ხშირად აღნიშნავს და დღესაც […]
პრემიერი აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – ეს არის ისეთი დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი

ეს არის ისეთი დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი, – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას. როგორც მან განმარტა, ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. „თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ […]