იურისტი – აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს – სახეები აქვთ ჩალეწილი

აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს – სახეები აქვთ ჩალეწილი, აქვთ ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, სახე არ ეტყობათ, ნაწილი თვალიდან ვერ იყურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს. სიმონიშვილის ინფორმაციით, დაკავებიდან სანამ მანქანამდე მიიყვანდნენ, პოლიციელების კორიდორს ატარებდნენ, სადაც მათ […]
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა – არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე ჩვენ გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა. შემდეგ ითქვა, რომ დაელაპარაკებოდნენ ავტორებს თუ ამ მისიის ხელმძღვანელობას – ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა შედეგთან დაკავშირებით არავინ არაფერს გვეუბნება, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა […]
ლაიენი: ვროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას

ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნ – არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე ჩვენ გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა. შემდეგ ითქვა, რომ დაელაპარაკებოდნენ ავტორებს თუ ამ მისიის ხელმძღვანელობას- ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა შედეგთან დაკავშირებით არავინ არაფერს გვეუბნება, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი […]
დავით მათიკაშვილი – როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც აშშ-მ და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ და აღიარონ, რომ საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის და პარტნიორი ქვეყნების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის უგულებელყოფის თაობაზე ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ და ენდობოდნენ, მაგრამ როგორც კი ოპოზიციას აღარ დაჭირდა, იმ „წუთშივე შეიცვალა დამოკიდებულება“ […]
შალვა პაპუაშვილი – გვინდა ევროკავშირთან ვიყოთ გულწრფელი და ვუთხრათ: საქმე – კი ბატონო! შანტაჟზე – უარი! ევროინტეგრაციის პროცესს ზეწოლა და მოლაპარაკებების გახსნის თემით შანტაჟი აზიანებს

გვინდა ევროკავშირთან ვიყოთ გულწრფელი და ვუთხრათ: – საქმე – კი ბატონო! შანტაჟზე – უარი! ევროინტეგრაციის პროცესს ზეწოლა და მოლაპარაკებების გახსნის თემით შანტაჟი აზიანებს, – ეს განცხადება დღეს მედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ თემას დამატებითი შედეგების მისაღებად იყენებს. მან ასეთ საკითხებად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან […]
შალვა პაპუაშვილი – პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე

ჩვეულებრივი პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებსა და მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეთერის დათმობის შესახებ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც მოწყვეტილი არიან რეალობას და არაადეკვატურები არიან. „მინდა მადლობა გადავუხადო პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს და ხელმძღვანელობას თამამი ნაბიჯისთვის, რამაც საბოლოო ჯამში აჩვენა […]
მომიტინგეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და აცხადებენ, რომ მთავრობამ ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა“

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი, ერთ-ერთი გზა – გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გადაკეტეს. დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.
9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცველების მობილიზებაა

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა. კერძოდ, მათ პარლამენტის შესასვლელთან კორიდორი აქვთ გაკეთებული. პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი რკინის ჯებირზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს. რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.
ევროინტეგრაციის პროცესს შანტაჟი აზიანებს. საქმე – კი ბატონო! შანტაჟზე – უარი! – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირთან გულწრფელობაზე საუბრობს

გვინდა ევროკავშირთან ვიყოთ გულწრფელი და ვუთხრათ: – საქმე – კი ბატონო! შანტაჟზე – უარი! ევროინტეგრაციის პროცესს ზეწოლა და მოლაპარაკებების გახსნის თემით შანტაჟი აზიანებს, – ეს განცხადება დღეს მედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისი მტკიცებით, ევროპაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ თემას დამატებითი შედეგების მისაღებად იყენებს. პაპუაშვილს ამ კონტექსტში მაგალითად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და […]