მოვუწოდებ “ოცნებას” შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა- გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების დარბევა. “ქართულ ოცნებას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თუ რამხელა კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და დათანხმდეს ახალ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური კონტროლით. ამ კრიტიკულ პერიოდში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სტაბილურობის და ქვეყნის […]

„ვალდებული ვარ, ერთგული ვიყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის“ – ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი

„როგორც საჯარო მოხელე ვალდებული ვარ ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი, ნანა შავიძე წერს. მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. „ღრმა ბავშვობიდანვე, მაშინ როცა ბევრი რამ არ გამეგებოდა და ბევრი რამ […]

დაუთმეთ ეთერი პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ ლიდერებს – პროტესტის მეორე დღე საზმაუსთან

მეორე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ამჯერად, დემონსტრანტები მოითხოვენ ტელევიზიამ ეთერი დაუთმოს ოთხი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებსა და საქართველოს პრეზიდენტს. უცვლელ მოთხოვნად რჩება საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა. „მოვითხოვოთ, რომ მოვიდნენ აქ პოლიტიკური ლიდერებიც, მოვითხოვოთ მათთვის ეთერი. პარალელურად მოვითხოვოთ ხალხის ეთერი, რათა ისმოდეს თქვენი ხმა, თუ გნებავთ […]

ურზულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება და წერს, რომ წუხს საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო. მისი სიტყვებით, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. „ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, – წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი […]

პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ტორინოს” 1:0 ამარცხებს

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ტორინოს“ 1:0 ამარცხებს. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ადამსმა ბურთი თავით კარს ოდნავ ააცილა. სტუმართა რიგებში აქტიური იყო კვარაცხელია, რომელსაც სამი შანსი ჰქონდა: ჯერ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ხოლო ერთხელ გატანა მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა არ დაანება. ტურინელთა მეკარემ აგრეთვე ლუკაკუს რთული ბურთი მოიგერია. […]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვგმობთ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას, – ამის შესახებ საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტრო აღნიშნავს, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”. უწყების განცხადებითვე, მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები. “საქართველოს ხელისუფლება […]

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამინისტროში საქმიანობას შეუდგა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრმა დღეს, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები განიხილა. „როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთიანი ძალისხმევით განაგრძობს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას და ეროვნული ინტერესების დაცვას. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს წინაშე […]

იურისტი – აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს – სახეები აქვთ ჩალეწილი

აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს – სახეები აქვთ ჩალეწილი, აქვთ ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, სახე არ ეტყობათ, ნაწილი თვალიდან ვერ იყურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს. სიმონიშვილის ინფორმაციით, დაკავებიდან სანამ მანქანამდე მიიყვანდნენ, პოლიციელების კორიდორს ატარებდნენ, სადაც მათ […]

მშობლები და თერაპევტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მსვლელობას მართავენ

მშობლები და თერაპევტები აქციას მართავენ, რითაც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ დააყენოს. მათ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას უერთდებიან. თერაპევტების განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, პირდაპირ ზიანს აყენებს იმ პროექტებს, რითაც ისინი შესაბამის სერვისებს სთავაზობენ ბავშვებს. „ჩვენი განათლება, ჩვენი სერვისები დაფინანსებულია ევროკავშირისა და ამერიკის მიერ. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ […]