უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით – ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს

ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით გახსნან. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენ კანონებს, რეგულაციებს, სტანდარტებს იმისთვის კი არ ვაკეთებთ ევროკავშირს რომ მოვაწონოთ თავი, პირველ რიგში, ამას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. „ჩვენ დავდეთ […]

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა „ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე ჩვენ გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა. შემდეგ ითქვა, რომ დაელაპარაკებოდნენ ავტორებს თუ […]

ევროკავშირის მხრიდან თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება, გამოიყენება იარაღად იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს დაპირისპირება, რათა როგორმე მოახერხონ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა

ევროკავშირის მხრიდან თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება, გამოიყენება იარაღად იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს დაპირისპირება, რათა როგორმე მოახერხონ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ და მას „სწორი“ და „უმნიშვნელოვანესი“ უწოდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს ის გარემოებები, რომ ევროკავშირის მხრიდან […]

,,ძალიან დიდხანს ვითრევდი ფეხს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“ – ბიძინა ბარათაშვილი

სპორტბიძინა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ძალიან დიდხანს ვითრევდი ფეხს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ვინც რუსთაველზე სპეცნაზის ჯალათურ ქმედებებსა და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას აპრავებთ ან ამის შესალამაზებლად რაღაც ფსევდო ფილოსოფიურ თეორიებს იშველიებთ, ძალიან გთხოვთ საკუთარი “ფეხით” მოშორდით ჩემს სამეგობროს, სანამ იქიდან წიხლისკვრით გამიყრიხართ!!! P.S. პოსტი არ ეხება მხოლოდ Facebook-ს, საერთოდ მიბრძანდით ჩემი ცხოვრებიდან!”

კახეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

მესამე დღეა კახეთის მუნიციპალურ ცენტრებში საპროტესტო აქციებია ევროკავშირთან ინტეგრაციის აღდგენის და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნებით. დღეს, 1 დეკემბერს ათეულობით მოქალაქემ ახმეტაში მსვლელობა გამართა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ. „ჩვენ გიორგი ანწუხელიძის მშობლიური მხარიდან ვართ. მას ტყუილად არ უბრძოლია და თავი არ შეუწირავს. ჩვენ გვინდა ევროპა… დღეს საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი, რომლებიც ძალადობენ თავის […]

ისრაელის იერიშებს 15 პალესტინელი ემსხვერპლა, ეგვიპტე ჰამასთან მართავს მოლაპარაკებებს

ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორის დაბომბვას. მედიკოსთა ინფორმაციით, ისრაელის ჯარების იერიშების შედეგად დაიღუპა 15 პალესტინელი. სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ბანაკზე 1 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო იერიშისას დაიღუპა ერთ სახლში მყოფი ექვსი ადამიანი. სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში, მას შემდეგ, რაც მათი ბინა დაიბომბა, იტყობინებიან მედიკოსები. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მოკლა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ასობით […]

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და გაფართოებაზე ევროკომისრის განცხადება: ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხთან

“ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხსა და მის არჩევანთან – ჰქონდეს ევროპული მომავალი. ევროკავშირში შესასვლელი კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია” – წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მართა კოსის ერთობლივ განცხადებაში. “ევროკავშირი გამოხატავს სინანულს 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებსა და ევროკავშირისგან ფინანსურ […]

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის 48 ოთახი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული კადრები კარგად ვერ ასახავს რაც ადგილზე ხდება. მისი სიტყვებით, ბევრს ჰქონია, რომ პარლამენტში არ შეჭრილან და დემონსტრანტებმა მხოლოდ მის ფასადზე დატოვეს საღებავებით წარწერები. პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს ასე არ არის და ამის დასტურად პრესკონფერენციაზე გაუშვა პარლამენტის დაზიანებული ოთახების კადრები და ჩამოთვალა […]

ბუდუს “კარლსრუემ” სახლში “ჰამბურგთან” მარცხი განიცადა

მეორე ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰამბურგთან“ 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: sofascore 7.1, whoscored 6.8, flashscore 6.6. „კარლსრუე“ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს სახლში თასზე „აუგსბურგთან“ ჩაატარებს. კარლსრუე – ჰამბურგი 1:3 გოლები: 0:1 დომპე (23), 1:1 შლეიზენერი (36), 1:2 […]

ომბუდსმენი სავარაუდო “მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე” საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველმა პირველ დეკემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მანამდე მოინახულეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 28-30 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული თუ დაშავებული 125 ადამიანი. ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვთ. მათი განცხადებით, დაკავებულთა ჩვენებები “მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე” მიუთითებს, რაც […]