ურსულა ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. ის წერს, რომ წუხს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპის კავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას: „ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება ქართველი ლიდერების ხელშია“, – წერს ფონ […]
ფოთში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, გადაკეტილია ქალაქში შესასვლელი ცენტრალური გზა

ფოთში აქციის მონაწილეებმა პორტამდე მისასვლელი, ერთ – ერთი გზა – გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გახსნეს. ამ წუთებში დემონსტრანტები შეძახილებით- “გამოდით, შემოგვიერთდით” ფეხით მსვლელობას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთად დგომა. ,,პირველ რიგში, აქ ვდგავართ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი და ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ არავის მოსწონს ახალგაზრდებზე ძალადობა, ნამდვილად დასაგმობია. გვინდა, რომ […]
საგარეო უწყება – ვგმობთ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისკენ – მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას, – ამის შესახებ საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტრო აღნიშნავს, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”. უწყების განცხადებითვე, მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები. “საქართველოს ხელისუფლება […]
ევროკომისარი მარტა კოსი – ქართველო ხალხო, დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ – ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კაია კალასთან ერთად გავრცელებულ განცხადებას აზიარებს. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას […]
ბათუმში მომიტინგეები საქალაქო სასამართლოს შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბარათაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. “ჩვენი ძმების, მეგობრების სასამართლო პროცესია, მივდივართ იქ, უკანონოდ არიან დაკავებულები და უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა”, – აცხადებენ ისინი.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები – ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი, ამავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირონ. პროფესორები აცხადებენ, რომ საყოველთაო პროტესტს უერთდებიან. “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, […]
ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას აზიარებს. „ევროკავშირის […]
თქვენთვის მთელი საქართველო, მისი მიწა-წყალი, მხოლოდ ბიზნესტერიტორია, – ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

„საქართველოს ხელისუფლებას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ. სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ თქვენს მიერ მართულ სახელმწიფოს რაიმე დარგობრივი განათლება კი არა, წერა-კითხვის […]
გუშინ ვნახეთ პატარა დიქტატორები, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე – პაპუაშვილი საზმაუსთან განვითატრებულ მოვლენებზე

ჩვეულებრივი პატარა დიქტატორები ვნახეთ გუშინ, როგორებსაც ვხედავდით 2012 წლამდე, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებსა და მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეთერის დათმობის შესახებ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც მოწყვეტილი არიან რეალობას და არაადეკვატურები არიან. „მინდა მადლობა გადავუხადო პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს და ხელმძღვანელობას თამამი ნაბიჯისთვის, რამაც საბოლოო ჯამში აჩვენა […]
“პატარა ტესტს ვატარებთ, დაუთმობთ პრეზიდენტს ეთერს?” – აქცია საზოგადოებრივთან

აქციის მონაწილეთა ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ. ტელევიზიის კართან მათ დაცვის სამსახური დახვდა, რომლებმაც მათ შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე არიან მობილიზებულები შსს-ს წარმომადგენლებიც. პროტესტის მონაწილეები ისევ თინათინ ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საზმაუს ეთერი დაეთმოთ, რათა საზოგადოებამ ქვეყანაში განვითარეულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე იცოდეს. აქციის მონაწილეები ტყუილს უწოდებენ იფნორმაციასაც, […]