სოფო ჯაფარიძე – თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი დგას ქუჩაში და მას რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვერ წაართმევს მომავალს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განაცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩანიშნული, თუმცა დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს. მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება“, ამიტომ მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. „ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ხედავთ, რა ხდება გარეთ, რა ხდება საქართველოს მასშტაბით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი დგას ქუჩაში, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი […]
ბრაჟე: პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების საკითხს განვიხილავთ

ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ამჟამად პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ.
ალასანია: სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად

ათი წლის წინ გავაკეთე მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რომელიც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორი აქტუალურობაც შეიძინა დღეს. რვა წლის წინ დავტოვე პოლიტიკა და ვცდილობ არ ჩავერიო პოლიტიკურ პროცესებში, თავს ვარიდებ საჯარო განცხადებებს. ვინც მიცნობთ, იცით, მთელი შეგნებული ცხოვრება სუფთა ხელებით ვემსახურე სახელმწიფოს ომშიც და მშვიდობიან დროსაც. ჩემი წვლილი […]
„წინა კვირას რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ…ლუსტრაციაა” – კალაძე მერიის 200-ზე მეტი თანამშრომლის პროტესტს პასუხობს

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან და თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა”. „ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, […]
ქართველო ხალხო, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, – გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი

ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კაია კალასთან ერთად გავრცელებულ განცხადებას აზიარებს. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას […]
კობახიძემ EU აიძულა კიდევ ერთი წუხილი, შეშფოთება გამოეთქვა და დაეგმო ძალადობა – პასუხი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: ევროკავშირი სწუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა […]
ვემიჯნებით ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას – ხელოვანთა ფონდი

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური პეტიციით მიმართავენ. ხელოვანები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას ემიჯნებიან და ითხოვენ, შეწყდეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. ამასთან, ისინი იმ ნაბიჯებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყანაში არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. ჩვენ, ხელოვნების სფეროს ყველა პროფესიული მიმართულების წარმომადგენლები, ვემიჯნებით ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. მოვითხოვთ: ჩვენი კონსტიტუციის 78 -ე მუხლის უპირობოდ დაცვას, ჩვენს […]
პაპუაშვილი აშშ: დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის, ასეთ განცხადებას აკეთებს

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ძალაუფლების გადაბარების პროცესშია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. პაპუაშვილმა კვლავ გაიმეორა ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, რომ აღნიშნულმა პარტნიორობამ “ვერ შეიძინა ის შინაარსი”, რომელიც უნდოდათ. “სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაფიქრში იყო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და ა.შ. რაც ნამდვილად იქნებოდა პრაქტიკაში განხორციელებული. […]
რუსთაველზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტთან 19:00 საათზეა დაანონსებული. პროტესტის მონაწილეები, როგორც წინა დღეებში, ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას და ძალოვანების მხრიდან დემონსტრანტებზე სასტიკ ძალადობას აპროტესტებენ. ხალხის სიმრავლის გამო პროტესტის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, წუთი წუთზე გადაიკეტება.
ვგმობთ “ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი – ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ემიჯნებიან და გმობენ “ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას. განცხადების თანახმად, ეს ყველაფერი და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას.