პრეზიდენტი აქციის დაკავებული მონაწილეებისთვის ფონდს ქმნის

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც აქციის დაკავებულ მონაწილეებს მოხმარდება. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის. არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ დაკავებულ ადამიანებს. მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ […]

ცნობილია, როდის შედგება პრეზიდენტის ინტერვიუ საზმაუს ეთერში

ცნობილია, როდის შედგება პრეზიდენტის ინტერვიუ საზმაუს ეთერში – სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის კომუნიკაცია შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შედგა კომუნიკაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს, ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თანამშრომელთა სურვილია აქტივიზმში მონაწილეობა” – ბაქსვუდის სკოლა სწავლას აჩერებს

ბაქსვუდის სკოლა 2 დღით სასწავლო პროცესს აჩერებს. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილის სურვილია, სამოქალაქო აქტივიზმში მიიღოს მონაწილეობა. სწავლის დროებითი შეჩერება სწორად ამას უკავშირდება. “გვინდა გაცნობოთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სკოლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილის სურვილია, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო აქტივიზმში. აქედან გამომდინარე, სკოლაში ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვა არ იქნება შესაძლებელი. სასწავლო პროცესი შეჩერდება ორი […]

“შიშველი, სუსტი და შეშინებულია…” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ბიძინას მთავარი საზრუნავი ახლა სისტემის სტაბილურობის როგორმე შენარჩუნებაა. აღარ იცის რით დააბოლოს, რას შეპირდეს. რით გაამაგროს საკუთარი უძლეველობის მითოლოგია. მეგობრებო, ვინც ემსახურებით საქართველოს საჯარო სამსახურში, დროა მიხვდეთ, რომ მეფე შიშველი, სუსტი და შეშინებულია… თქვენსას კი არა, საკუთარ პრობლემებსაც ვეღარ ერევა…

„პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია“ – სალომე ზურაბიშვილი შემდგომ ნაბიჯებზე ლაპარაკობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა, რაც, პირველ რიგში არის ნიშანი იმისა, რომ „ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ და მივდივართ ევროპისკენ“, რაც მისი სიტყვებით, იყო კიდეც ყველას გაცხადებული მიზანი და თუ ვინმემ ამ მიზანს არ გადაუხვია, ეს სწორედ საზოგადოება იყო. პრეზიდენტი ამბობს, რომ […]

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია […]

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ – ისმის შეძახილები: „მონები“

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილებით, “მონებო” აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანას „დიქტატორი მართავს და აქციის მონაწილეთა მიმართ სასტიკ მეთოდებს იყენებს“. “ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ბოლქვაძემ, რომელმაც დაკავებულთა მიმართ უმკაცრესი ფორმა გამოიყენა, ჩვენ მის ლექციებს უნივერსიტეტში არ დავესწრებით. მან უდანაშაულო ადამიანები დასაჯა, რაც მიუღებელია. ვრჩებით აჭარის მთავრობის სახლთან და ვაგრძელებთ პროტესტს, […]

ხელს შეუშლის ტურიზმის განვითარებას – ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია ანტიევროპულ კურსს ემიჯნება

ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია გაემიჯნა. ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას, ისე ასოციაციის მიზნების შესრულებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას. “ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ვემიჯნებით ყოველგვარი სახის ძალადობას, რომელიც […]

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმა

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შედგა კომუნიკაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს, ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში,” – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “კომერსანტს” აცნობეს. ცნობისთვის, პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა პირველ არხთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი […]

საკონსტიტუციო სასამართლო სხდომას არ ნიშნავს, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა – პრეზიდენტი

საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა – სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს […]