თსუ-ს იურიდიულის სტუდენტები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და იმავეს მოითხოვეს ლექტორებისგანაც

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნაწილი ემიჯნება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და იურიდიული ფაკულტეტის დეპარტამენტს მოთხოვნებს უყენებს. ისინი ფაკულტეტის დეკანისგან ითხოვენ გაემიჯნოს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიევროპულ /პრორუსულ განცხადებებს და პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესი შეაჩეროს. განცხადების ტექსტი სტუდენტებმა თსუ-ს მეორე კორპუსის წინ წაიკითხეს: „კატეგორიალულად და ვემიჯნებით თვითგამოცხადებული მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, […]

საია – 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია – დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროსა და არასამთავრობოების წარმომადგენლები

28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა 200-ზე მეტი პირისდაკავების შესახებ ინფორმაცია – დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი საია-ს ადვოკატებმა […]

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ – სპეცრაზმი ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს. ასევე, ისმის გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. სპეცრაზმი პერიმეტრის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. პოლიციის ქმედების მიუხედავად, შეკრებილები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ. ასევე, პოლიციის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას. ცნობისთვის, მანამდე პოლიციამ წყლის ჭავლი პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც გამოიყენა.

სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი. მოქალაქეები “ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. საპროტესტო აქციები თბილისის სხვადასხბა ადგილას მიმდინარეობს – პარლამენტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან. პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალოვანებმა აქციის დაშლა 21.00 საათზე დაიწყეს – გამოიყენეს წყლის ჭავლი, არიან დაშავებულები. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. სპეცრაზმი აქციის დაშლას ცდილობს ბათუმშიც, სადაც […]

აგენტ ოპოზიციას არ სურს 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის გაცხადება და ამიტომ მათთვის ოდესღაც საფიცარი ეუთო/ ოდირი, დღეს კეთროვანი გახდა

„ქართული ოცნების” ამომრჩევლის არჩევანი პოლიტიკური ვერდიქტია ყველა სხვა პოლიტიკური ძალისათვის, ასევე ეუთო/ოდირისათვის. ამიტომ აგენტი ოპოზიციის მცდელობას რაიმე ფორმით, თუნდაც საპროტესტო მუხტით გადაიფაროს ეს პოლიტიკური მოცემულობა, აზრი არ აქვს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ხაზს უსვამს იმას, რომ ასევე ეუთო/ოდირისათვის დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება საფუძველსაა მოკლებული. მანვე აღნიშნა, რომ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო […]

ვაჟა სირაძე – ერთი საათია, რაც აქცია დაიწყო და უკვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, ორი პირია დაკავებული – ბოლო დღეებში მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. სირაძის თქმით, შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს. “გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია: დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის […]

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სპეცრაზმი განლაგდა

აჭარის მთავრობის მთავარ შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. “აჭარის მთავრობის სახლთან ჩვენ კანონის ფარგლებში მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს, არ გვეშინია მათი, არ გვეშინია სპეცრაზმის, რომელიც მზად არის ჩვენს დასარბევად. ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რეჟიმი რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია”,- აცხადებენ შეკრებილები. საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო […]

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. მათი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების დაშლა დაიწყო სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგა და ინტერვიუს დეტალები დაზუსტდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილების მოთხოვნად რჩება გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ […]

ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარში საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარება განვიხილეთ – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის დროს „საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარება“ განიხილეს. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვა და შემაშფოთებელი ვითარება საქართველოში“, – წერს ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველო ხალხის მიმართ მხარდაჭერა. „კიდევ ერთხელ […]

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს – ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. „მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი […]