ლაკაზეტის ჰეთ-თრიკი და მიქაუტაძე შეცვლაზე – “ლიონმა” “ნიცას” მოუგო

ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „ნიცა“ 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 71-ე წუთზე შევიდა ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შეცვლაზე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. მიქაუტაძე საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში და ანალიტიკური საინტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: Flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.6. „ლიონი“ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე „ანჟეს“ დაუპირისპირდება. ლიონი – […]

“იბერია 1999” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია!

თბილისის “იბერია 1999” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა! ეს კლუბის ისტორიაში მეორედ, პირველად კი ეს 2018 წელს მოახერხეს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 35-ე, ბოლოსწინა ტურში “გაგრას” 2:1 სძლია და მიუწვდომელი გახდა მეტოქეებისთვის. თავიდან “გაგრა” იგებდა ზურაბ ჭავჭანიძის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაათანაბრა ხოლო შემდეგ შეიკნე სილამ გაიტანა. “იბერია 1999”-ს სეზონის პირველ ნახევარში გიორგი […]

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო, საქართველო”. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები პერიოდულად წყლის ჭავლს უშვებენ, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ. ასევე, დემონსტრანტები აქტიურად ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს სამართალდამცველების წინააღმდეგ.

პრეზიდენტი – საკონსტიტუციო სასამართლო სხდომას არ ნიშნავს – ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა – სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში

საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა – სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში […]

ბულგარეთის საგარეო უწყება – საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. „მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი […]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას თავში დაუდგენელი ნივთი მოხდა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ.

გიტანას ნაუსედა – ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარში საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარება განვიხილეთ

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის დროს „საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარება“ განიხილეს. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვა და შემაშფოთებელი ვითარება საქართველოში“, – წერს ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველო ხალხის მიმართ მხარდაჭერა. „კიდევ ერთხელ დავაფიქსირე […]

პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, ვითარება პერიოდულად იძაბება ჭიჭინაძეზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ.აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, რომელსაც დემონსტრანტების მისამართით პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან უშვებენ. პერიოდულად იძაბება ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანაშრომლები არიან განლაგებულები. მიყვანილია სპეციალური ტექნიკაც. წყლის ჭავლის გამოყენებამდე, აქციის მონაწილეები პროტესტს პარლამენტის წინ, ლითონის კონსტრუქციაზე ხმაურით გამოხატავდნენ დემონსტრანტებიდან ერთეულები პარლამენტთან ამაღლებებზეც ადიოდნენ. ნახევარი საათია […]

„სალომე ზურაბიშვილი, მოვიდა, ხო საზმაუს დრო, ვერ ეღირსები“ – „საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში“

„სალომე ზურაბიშვილი, მოვიდა, ხო საზმაუს დრო, ვერ ეღირსები“ – „საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში“ „საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ ეთერი“ – წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათია ტელევიზიის წინ ხალხი პროტესტს გამოხატავს და თავად პრეზიდენტმაც მათ ჩართვის მოთხოვნით მიმართა. აქამდე ცოტა […]

ისვრიან, თუ არა, პარლამენტიდან ხალხისკენ ქვებს და რატომ ჩააბნელეს შენობა?

ისვრიან, თუ არა, პარლამენტიდან ხალხისკენ ქვებს და რატომ ჩააბნელეს შენობა? აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს – ადგილზე ვითარება დაძაბულია, თუმაც, დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ. სპეცრაზმია მობილიზებული პარლამენტის გვერდითა და ზედა ქუჩებზე, თუმცა ჯერ მათ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ჯერ არ დაუწყიათ. ადგილზე აღარ ჩანან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ადგილზე მყოფი […]