ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში “საპროტესტო აქციებს ახშობდა”, ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, – ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, – აცხადებენ სამი ქვეყნის […]
საბა ბუაძე თბილისის მერიის თანამშრომლებზე – ამ ხალხს ემუქრება ყველაზე კორუმპირებული მერი, რომელსაც ევროპული მხოლოდ ტანსაცმელი და გართობა აინტერესებს – არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში!

ამ ხალხს დღეს ემუქრება თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, რომელსაც ევროპული მხოლოდ ტანსაცმელი და გართობა აინტერესებს, – ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი საბა ბუაძე საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ბუაძე სოციალური ქსელის საშუალებით თბილისის მერიის თანამშრომლებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტო არ არიან. “ისე მოხდა, რომ სისტემური რყევისა […]
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სანქციებს აწესებენ “ოცნების” ჩინოვნიკების წინააღმდეგ

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ, ეროვნულ სანქციებს აწესებენ მათ წინააღმდეგ, ვინც “ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს” საქართველოში. “დემოკრატიისა ოპონენტებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – წერს მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგივეს იმეორებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ჯერჯერობით უცნობია რა იგულისხმება სანქციებში, თუმცა მინისტრების ტექსტებიდან გამომდინარე საუბარია შეზღუდვებზე ზემოხსენებულ ქვეყნებში […]
200-ზე მეტი ოთხ დღეში – უფლებადამცველები დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებიდან ოთხ დღეში(28 ნოემბერი – 1 დეკემბერი) 200-ზე მეტი დაკავების შესახებ აცნობეს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს. რვა ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ქსელმა ინფორმაცია მიიღო ცხელი ხაზით(577 07 05 63), რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. მხოლოდ 30 […]
საზმაუსთან შეკრებილი ხალხი პარლამენტის მიმართულებით დაიძრა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრეზიდენტს ეთერს დაუთმობს, ტელევიზიის წინ შეკრებილმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდეს და რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. საზმაუსთან შეკრებილ ადამიანებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა, ტელევიზიამ მხოლოდ ერთი, პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა შეასრულა. ცნობისთვის, გუშინ ვასილ მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ ტელევიზიის შენობა ხალხისთვის 24/7–ზე ღიაა. აქციის მონაწილეები გაჩერებას […]
“მზად ვართ, დღესვე დავუთმოთ ეთერი სალომე ზურაბიშვილს” – პირველი არხის განცხადება

“შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუსთვის საქართველოს პირველ არხზე. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი,” – ნათქვამია საქართველოს პირველი არხის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბალტიის ქვეყნები საქართველოში “ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთათვის” სანქციებზე შეთანხმდა

ბალტიის სამი სახელმწიფო საქართველოში “ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობების” წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს. “ბალტიის სამი სახელმწიფო – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”- წერს ლადნსბერგისი.
სუსის პროვოკაციები – რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტი

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც, და ასევე, სუსი ავრცელებს პროვოკაციულ გზავნილებს ხალხში: მინდა პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა […]
„ერთი ამბავი უნდა მოვყვე აუცილებლად, რადგან როცა გავიმარჯვებთ, გვახსოვდეს…“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: „ერთი ამბავი უნდა მოვყვე აუცილებლად, რადგან როცა გავიმარჯვებთ, გვახსოვდეს რამ შექმნა ეს გამარჯვება. დილით როცა დაგვარბიეს, მომიტინგეები კოსტავას ქუჩისკენ წავიდნენ ორგანიზებულად. რუსთაველის ძეგლთან შეჩერდნენ. სპეცრაზმი წყლის მანქანებიანად რუსაველის ბოლომდე მოვიდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გზის გამოგრძელებას აპირებდნენ. დილის შვიდ საათზე ქუჩაში მანქანები თითქმის არ იყო. სულ ოთხი მანქანა გამოჩნდა. და იცით […]
“ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა სანქციების საკითხს განვიხილავთ” – ბრაჟე

“ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ” – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე. მან საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება გააზიარა. ცნობისთვის, აქციის დაკავებული მონაწილეების დასახმარებლად სპეციალური ფონდი იქმნება. პრეზიდენტის თქმით, სამოქალაქო […]