მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ავიაკომპანიები და აეროპორტები – 2023 წლის რეიტინგი

2023 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ავიაკომპანიები და აეროპორტები გამოვლინდა. რეიტინგის გამარჯვებულებმა დააწესეს ახალი სტანდარტები საოპერაციო ეფექტურობისა და პუნქტუალურობისთვის, წერს საავიაციო ანალიტიკის სერვისი Cirium საკუთარ მიმოხილვაზე დაყრდნობით. წამყვანი პუნქტუალური ავიაკომპანიების კატეგორიაში ჩემპიონია Avianca Airlines-ი, რომელიც ბაზირებულია ბოგოტაში, კოლუმბიაში. გადამზიდავმა წლის განმავლობაში 213 ათასზე მეტი რეისი შეასრულა, რომლის 85,75% დროულად შეასრულა. სამეულში ასევე მოხვდნენ ბრაზილიის სახელმწიფო […]
2023 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელ წელიწადად დასახელდა

2023 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი იყო, – ინფორმაციას BBC ევროკავშირის კლიმატის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული წელი დაახლოებით 1,48 გრადუსით თბილი იყო, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი, ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის გამოყენების დაწყებამდე“, – ვკითხულობთ სტატიაში. სპეციალისტების თქმით, ეს იგრძნობოდა პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ამინდი მეტად ექსტრემალური იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ 2024 […]
დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა | უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათგან დაახლოებით ნახევარი – პეტროპავლოვკას, ივანოვკას, ტაბაევკას, სენდის, ბერესტოვიეს, რაიონებში. გენშტაბის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში ოპერატიული ვითარება კვლავ მძიმეა. “კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მტრის ოთხი შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის სინკოვკის რაიონში, სადაც მტერი წარუმატებლად ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას”, – აცხადებენ […]
ავსტრიის სათხილამურო კურორტზე გონდოლა ჩამოვარდა | არიან დაშავებულები

ავსტრიაში, სათხილამურო კურორტ Hochoetz-ზე გონდოლა ჩამოვარდა – შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი, სავარაუდოდ, დანიის მოქალაქეები არიან. როგორც BBC წერს, საბაგიროს ხე დაეცა, რის შედეგადაც 7 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მაშველებისთვის გონდოლის ქვეშ ფერდობი რთულად მისადგომი აღმოჩნდა, რის გამოც სამაშველო ოპერაციები უკიდურესად რთულად შეფასდა. “გონდოლა ჩამოვარდა ძალიან კლდოვან ადგილას, თუმცა სამაშველო ჯაჭვი ძალიან კარგად ფუნქციონირებდა. მაშველები ადგილზე […]
,,ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე” – რას აქვეყნებს რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,აწამე და იბატონე- ციხის მართვა 2012 წლამდე… სამსახურში ყოველდღიურად მრავალი წერილის წაკითხვა გვიწევს. ზოგი ადამიანი კმაყოფილებას, ზოგიც უკმაყოფილებას გამოხატავს, ვიღაც დახმარებას ან საკითხის გარკვევას ითხოვს, შეიძლება საინტერესო ინიციატივაც შემოვიდეს და ა.შ. თუმცა არსებობს ქაღალდზე გადმოტანილი ისეთი სიტყვებიც, რომლებიც დაგვაფიქრებს როგორი სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი. ახლახან წავიკითხე […]
1.1 მილიონი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე | ქედის მერიას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან

სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებულ 1.1 მილიონიან ტენდერზე ქედის მერიის სატენდერო კომისიას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. მომჩივანი კომპანიის, “მშენებელი 2017”-ის ცნობით, “შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში.” გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ […]
ბიზნესმენ დავით მელიქიძის მკვლელობაში ბრალდებულ, წითელი ცირკულარით ძებნილ ძმებს 17 და 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბიზნესმენ დავით მელიქიძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ძმებს პატიმრობა მიუსაჯა. შოთა და დავით ბაღდოშვილები ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან, მათ წითელი ცირკულარით ეძებენ. როგორც რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შოთა ბაღდოშვილის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, დავით ბაღდოშვილს კი 17 წლით. ძმების ადვოკატი კახა ლეკიშვილი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. […]
კუბილიუსი ივანიშვილზე: რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში

ბიძინა ყოველთვის იყო არაფორმალური მმართველი. სწორედ ის მართავდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ქართული ოცნება იღებდა. ამ მხრივ არაფერი იცვლება. მთავარი კითხვა – რატომ ახლა. ჩემი დასკვნაა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომაც, პარტიის ბოსი, რომელიც ჩრდილში იდგა, ახლა გამოვიდა და თქვა – მე ვიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას. არჩევნები მოდის და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი […]
კუბილიუსი: პარტიაში ოფიციალური თანამდებობა ივანიშვილს სანქციებისგან ვერ დაიცავს

საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, […]
თურქეთში ინფლაცია 65%-მდე გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბრის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 64.8% შეადგინა, რაც თითქმის 3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით. საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 70.6%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება. სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც. […]