ენტონი ბლინკენი – ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს – აშშ მუშაობს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ გზის გაკაფვაზე

7 ოქტომბერი არასდროს არ უნდა განმეორდეს, აშშ მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გზაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს”, – განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე “ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერების” შესახებ მოწოდება გააჟღერა და აღნიშნა, რომ აშშ “სასწრაფოდ მუშაობს […]

ნიკა ჩიტაძე – ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთია, ღმერთმა ქნას, არ ვიყო მართალი – ალბათ, პრეტენზიები წაუყენეს: „შენმა გუნდმა დავალება ვერ შეასრულა, საქართველომ მიიღო სტატუსი“ – იმიტომ გამოჩნდა, რომ საქმე დაალაგოს

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ პარტიამ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. როგორც ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, იმიტომ, რომ „კიდევ ერთხელ გააქარწყლოს მოსაზრება, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი“. „რამდენიმე მიზეზი არსებობს რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. პირველი, ალბათ, მას სურს […]

ლევან ხაბეიშვილი – ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას – გამარჯვების წელია

ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას – გამარჯვების წელია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილი ეხმაურება სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. „ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის – სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და […]

სამებაში ხატზე საღებავის შესხმაზე შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე. უწყებამ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 9 იანვარს, Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ […]

რამაზ საყვარელიძე – შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და ეს იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა – არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება, „ქართული ოცნება“ გაორდება

შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და შეიძლება ეს გაყოფა იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება და შეიძლება სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ „გაორდეს“. „მოსალოდნელია ამ დიდი პარტიის დაშლა. არა იმიტომ, რომ თვითონ შიგნით აქვთ კონფლიქტები, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური […]

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს […]

“ველოდებით, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით” | კულება

“ველოდებით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა და 10 იანვარს, უკრაინა-NATO-ს საბჭოს დაგეგმილ სხდომას გამოეხმაურა, რომელიც ელჩების დონეზე გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნება. “უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო […]

უამინდობის გამო, უკრაინაში 1 000-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უამინდობის გამო უკრაინაში 1 000-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უკრაინის ელექტროქსელის ოპერატორმა განაცხადა და მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად, ენერგეტიკული სისტემა დასუსტდა. “დღეს დილის მდგომარეობით, უამინდობის, ძლიერი ქარის გამო, ელექტროენერგია 1025 დასახლებაში გაითიშა. ამჟამად ელექტროენერგია საკმარისია ყველა კომერციული და საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მომარაგებისთვის. მაგრამ მოხმარების დიდი […]

რამდენ ლარს შეადგენს 1 აშშ დოლარისა და ევროს ღირებულება – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9405 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

IDF აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის მიწისქვეშა ქარხანა აღმოაჩინეს

IDF აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის მიწისქვეშა დიდი ქარხანა აღმოაჩინეს, რომელიც შორი დისტანციის რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებოდა – ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტების გარდა, სახელოსნოში სტანდარტული საბრძოლო მასალის ასლებს აწარმოებდნენ, მაგითად ნაღმტყორცნებს. ასევე ქარხანა უკავშირდებოდა გვირაბებს, რომელიც ღაზის საბრძოლო ნაწილებში იარაღის გადასატანად გამოიყენებოდა. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ “ჰამასი” სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის გვირაბებს, […]