ეკვადორის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული პირები შევარდნენ

ეკვადორული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული პირები შევარდნენ, რომელთაც სახეები დაფარული ჰქონდათ და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ ხელში. თავდამსხმევლებმა წამყვანები და ოპერატორები მძევლად აიყვანეს. შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს აიძულეს იატაკზე დაწოლილიყვნენ და პირდაპირი ეთერი გაეთიშათ. “მათ ჩვენი მოკვლა სურთ” – ყვიროდნენ ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში სანამ მაუწყებლობა გაითიშებოდა. 8 იანვარს ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო სიტუაცია ამოქმედდა, […]

BBC არასაკმარისი მტკიცებულებებით ჰამასის განცხადების გაშუქებისთვის ბოდიშს იხდის

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობა (BBC) ბოდიშს იხდის ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განცხადების გავრცელებისთვის. 24 დეკემბერს BBC-ში ჰამასის განცხადება გააშუქეს, რომელშიც ჰამასი ისრაელის სამხედრო ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო სიკვდილით დასჯაში ადანაშაულებდა. BBC-ის თქმით, მათ ჰამასის განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაში საკმარისი ძალისხმევა არ ჩადეს, რასაც ჰამასის განცხადების გაშუქება უნდა გაემართლებინა. “წინა ღამის ცნობებზე გამოშვებაში ამბავი გავაშუქეთ, რომელშიც ჰამასი ისრაელის […]

Il Mattino: კონტემ დე ლაურენტისს კოლოსალური მოთხოვნები წაუყენა

Il Mattino დღევანდელ ნომერში წერს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო ფეხბურთელებზე განრისხებულია, სასტუმროში გამოკეტა, ისინი ვარჯიშზე ავტობუსში ერთად ადიან, თითქოს სკოლის ცუდი მოსწავლეები იყვნენ, ასე იქნება ყოველდღე და უკვე დავიწყებულია, რომ ჩემპიონები არიან. გამოცემის ცნობით, კლუბის სასოწარკვეთილი მფლობელი ვალტერ მაცარის მიმართ პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს, რადგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდის […]

გერმანიაში, სახლების ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს | იძებნება მესამე

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, მესამეს ამ დრომდე ეძებენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველები 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, კონსტანსის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. მთლიანობაში, მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში მორიგი ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ […]

ლოიდ ოსტინის დიაგნოზი ცნობილია | სამხედრო სამედიცინო ცენტრის განცხადება

აშშ-ს თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის დიაგნოზი ცნობილია – ინფორმციას CNN უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრზე დარყდნობით ავრცელებს. სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებლ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოსტინს კიბოს დიაგნოზი დეკემბრის დასაწყისში დაუსვეს. 22 დეკემბერს მან “მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა” გაიარა. “პროცედურის დროს ის ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იყო. ოსტინი ოპერაციიდან უპრობლემოდ გამოვიდა და მეორე დილით სახლში დაბრუნდა. […]

“14 მილიონზე მეტ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება” | გაერო

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (UHCP) მონაცემებით, 14 მილიონზე მეტ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, რაც უკრაინის მოსახლეობის 40%-ს შეადგენს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად იღუპებიან და ზიანდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ნადგურდება მათი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. “გარდა ძალადობისა, უკრაინაში ამჟამად მძიმე ზამთარია. ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციის გაგრძელება დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, როგორც არასდროს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. გაეროს […]

თბილისის ნაწილს გაზი 19 საათით შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში ბუნებრივი აირი 493 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს დიდუბის, ისანისა და სამგორის მოსახლეობის ნაწილს. როგორც კომპანია წერს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება 10 იანვარს, 14:00 საათზე აღდგება.

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 5.0 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 22:20 საათზე დაფიქსირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს” | ბლინკენი

“ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის. “პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, რაც პირობები ამის საშუალებას მიეცემა,” – განაცხადა ბლინკენმა. […]

რამაზ საყვარელიძე – შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და ეს იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა – არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება, „ქართული ოცნება“ გაორდება

შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და შეიძლება ეს გაყოფა იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება და შეიძლება სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ „გაორდეს“. „მოსალოდნელია ამ დიდი პარტიის დაშლა. არა იმიტომ, რომ თვითონ შიგნით აქვთ კონფლიქტები, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური […]