ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გაზეთის რესპოდენტების თქმით, მარიო დრაგის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, შარლ მიშელის მემკვიდრე. ამას გარდა, ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, […]
ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა შვიდი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს – ენტონი ბლინკენი

ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა შვიდი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბლინკენი განმარტავს, შეერთებული შტატები მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასაძლიერებლად. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია და უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. […]
პოლონეთის პოლიციამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა

პოლონეთში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი დააკავეს. პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში აიყვანა. მედიის ცნობით, ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაჩიეი ვასიკმა პრეზიდენტ ანჯეი დუდას სასახლეს შეაფარეს თავი. პოლიტიკოსების დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე მოქალაქემ გააპროტესტა. იქამდე კი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ […]
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]
კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა. საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი სასამართლოს კაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ. დაკავებულს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით “ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია”, ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით. შინაგან საქმეთა […]
“ჩემი სახელი აღარ ახსენო“ – ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს მიმართავს

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას “ნაპოლის” ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი, გამოეხმაურა. ჯუღელმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენის საუდის არაბეთში ტრანსფერი ივარაუდა. ხვიჩას აგენტის სიტყვები იტალიურმა გამოცემებმა აიტაცეს და რამდენიმე საათის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოსიმენმა “ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე “სთორი“ გამოაქვეყნა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჯუღელი სამარცხვინო ადამიანად მოიხსენია. “ძვირფასო მამუკა ჯუღელო, […]
ექიმი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე – პაციენტი კვლავ რეანიმაციაშია, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესების გარეშე – სავარაუდოდ, დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს

„ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რეანიმატოლოგის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში ცოლი მოკლა, კონტაქტურია, თუმცა დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს. როგორც ნინო ცეცხლაშვილი აღნიშნავს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშეა. „პაციენტი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, გუშინ მას კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა. ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშე. პაციენტი […]
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „ჩვენ, რუსთაველის გამზირზე წელს დაგეგმილი გვაქვს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ოპოზიცია რომ დღის წესრიგს ვერ ქმნიდეს და ხელისუფლება მშვიდად იყოს, ბიძინა ივანიშვილს გამოჩენა არ დასჭირდებოდა და კომფორტულად იჯდებოდა ურეკში, საჩხერეში, თბილისსა თუ აბასთუმანში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნების“ ძალები იმდენად დაქსაქსულია, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა სააშკარაოზე გამოსულიყო. როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, ჩამოშლილი „ქართული ოცნება“ რამენაირად შეაკოწიწოს. მისივე თქმით, შესუსტებულია თავად ივანიშვილის მხარდაჭერა და მას ახლა საჯაროდ გამოჩენა სჭირდება. „ჩვენ რაც წინა შემთხვევები გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს […]
პაატა იმნაძე – არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!

ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან განმარტა, თუ მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს მკურნალობაში ექიმი უნდა ჩაერიოს. „როგორც კორონავირუსის დროს, […]