პაატა იმნაძე – მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე – საქართველოში თავად კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დღეს 3%-ია

კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა- მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი […]

რომან გოცირიძე – ივანიშვილმა თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, მას აქვს გათვლა, რომ სახელისუფლებო პირის დასანქცირება დასავლეთისთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს თავშესაფარი ვერ იხსნის სანქციებისგან

9 პირობის შეუსრულებლობის, განსაკუთრებით არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ივანიშვილი ვერ ასცდება სანქციებს – თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, მაგრამ ეს თავშესაფარი ვერ იხსნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის თქმით, სტატუსის მიღებამდე დასავლეთი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, თუმცა, ივანიშვილმა იცის, რომ ეს ასე არ გაგრძელდება. „ივანიშვილის ნაწილობრივ ლეგალიზაციის მთავარი მიზეზი იყო […]

როგორ შეუძლიათ პარტიებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა? – ცესკოს ინსტრუქცია

ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცესკოს ცნობით, პარლამენტის არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამ პირობებს, ცესკოს ცნობით აკმაყოფილებენ წინა არჩევნებზე რეგისტრირებული შემდეგი პარტიები: · […]

სააკაშვილი პროცესს არ დაესწრო, სასამართლოს სხდომა გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს არ დაესწრო. დღეს, 10 იანვარს, სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის (ე.წ. პიჯაკების საქმე) განხილვა უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი […]

“გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ, მასთან სიფრთხილე გვმართებს” – ინფექციონისტი

,ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება”, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე […]

“პირადი ხარჯები არ გაიწეოდა” | მიხეილ სააკაშვილის პროცესი, სადაც მღებრიშვილი უნდა გამოეკითხათ, გადაიდო

მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. მოწმედ გამოძახებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი. სხდომაში მიხეილ სააკაშვილი არ მონაწილეობდა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მღებრიშვილის გამოკითხვით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დანაშაული იმ […]

Wolt+-ის კვირეული იწყება – ექსკლუზიური შეთავაზებები სამი კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი

მიტანის სერვისის ერთ-ერთი ლიდერი, ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი იწყებს Wolt+-ის კვირეულს – დაზოგვის გლობალურ კამპანიას, რომელიც Wolt+ წევრებს, თანხის დაზოგვის გარდა, ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ახალი კამპანია ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+-ის ორი წლისთავს უკავშირდება, რომლის მომხმარებელი მიტანის სერვისის ნულოვანი საფასურით და სხვა არაერთი ხელსაყრელი პირობით სარგებლობს. შესაბამისად, 10-დან 30 იანვრის ჩათვლით Wolt+-ის წევრები, საქართველოს მასშტაბით, […]

რამდენი მეწარმე და კვების ობიექტი იყო წარმოდგენილი საშობაო ბაზრობაზე? – თბილისის მერი

2024 წელს შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 15 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით, 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქში მოწყობილი იყო საშობაო ბაზარიც, რომელში მონაწილეობაზეც, დედაქალაქის მერის განმარტებით, ინტერესი წელს განსაკუთრებულად გაიზარდა. ამ საკითხზე კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 23 დღის განმავლობაში საშობაო ბაზარში 300-მდე მეწარმე მონაწილეობდა. “ღონისძიებებში წელს ათასობით […]

ძაღლზე ძალადობისთვის 1 პირს ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ოთხ წლამდე. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, […]

ხვიჩა და ლაუტარო მთავარი ვარსკვლავები არიან – “ნაპოლის” ტიტულის შანსი – როგორ ჩატარდება იტალიის სუპერთასი

“ნაპოლი” ახლა ცუდ ფორმაშია, თუმცა გუნდს კიდევ ერთი ტიტულის, იტალიის სუპერთასის (Supercoppa Italiana) მოპოვების შანსი აქვს. ამის შესაძლებლობა სხვა დროს როდის იქნება, არავინ იცის. შესაბამისად, მაქსიმალური მობილიზება და ხასიათის გამოსწორებაა საჭირო. იტალიაში ტრენდს ბოლომდე აჰყვნენ, სუპერთასს 4 გუნდი გაათამაშებს, მატჩები კი საუდის არაბეთში, რიიადის “ალ-ავალ პარკის” 25-ათასიან არენაზე ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ კლუბებთან […]