ბექა ბასილაია – დღევანდელ პროცესზე თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვის შესაძლებლობა უნდა გვქონოდა – სასამართლომ ამ ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია გახდა მიზეზი იმისა, რომ პროცესი გადაიდო

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ პროცესზე თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვის შესაძლებლობა უნდა გვქონოდა და სასამართლომ ამ ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია გახდა მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის, თეიმურაზ მღებრიშვილის დასაკითხად ყველაფერი მზად იყო, თუმცა პროკურატურამ […]
პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც ირკვევა, ძაღლზე ძალადობის ფაქტი 6 დეკემბერს მოხდა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს […]
კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 963 000 000 ლარი გახდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 963 000 000 ლარი გახდება. მისი თქმით, დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული. მისი თქმით, წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები მთლიანად აისახება 2024 წლის ბიუჯეტში. მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მანამდე საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი […]
1885 წლის 10 იანვარს ექიმი, მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი დაიბადა

1885 წლის 10 იანვარს, სოფელ ვეჯინში, ღარიბი მღვდლის, სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში ივანე ბერიტაშვილი დაიბადა. სოლომონსა და მის მეუღლეს, სალომე სამჭკუაშვილს, 12 შვილი ჰყავდათ, ივანე მეთერთმეტე იყო. თავდაპირველად ივანე თელავის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. იქ გეოგრაფიას მწერალი ვასილ ბარნოვი ასწავლიდა, სიმღერას კი – კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი. მოგვიანებით ივანე თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. რადგან რუსული არ იცოდა, კარგა […]
სამებაში საღებავით დასვრილი ხატი გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს

თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, გაწმინდეს და კიდევ უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს მატრონა მოსკოველის ხატი, რომელიც გუშინ საღებავით დასვარეს. ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, ახლა ცენტრალურ შესასვლელთან უფრო ახლოს განათავსეს. გუშინ, 9 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად თვალსაჩინო […]
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დააპატიმრეს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი

პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში, დააპატიმრეს თავიანთი ორი ყოფილი ხელმძღვანელი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ორივე პრეზიდენტ ანჯეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეა. 2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც […]
კალაძე: მიმდინარე თვიდან თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 15%-ით გაეზრდებათ

დედაქალაქლის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან და ამ ადამიანების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 15%-ით მოხდეს მომატება.
პოლონეთში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დააკავეს

ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაცეი ვონსიკი დააკავა. პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა. პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონსიკი […]
ოსიმენი ჯუღელს: ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ, ჩემი სახელი აღარ ახსენო

იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გამოეხმაურა და მას ამაზრზენი უწოდა. “ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო”. – წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში. მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე საუბრისას ვიქტორ ოსიმენზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში […]
მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება, თუმცა მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 16 400 000 ლარით გაიზარდა და 109 […]