ღამით სამგორში ხანძარი იყო

ღამით თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი გვერდიგვერდ მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მათი ჯგუფები, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
2023 წელს ბუნებრივი კატასტროფები მსოფლიოს $250 მილიარდი დაუჯდა

მულტინაციონალური გერმანული სადაზღვევო კომპანია Munich Re-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოს ბუნებრივი კატასტროფები 250 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, შტორმები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში იმაზე უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე – წერს Bloomberg. სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, ბუნებრივმა სტიქიებმა $66 მილიარდის ღირებულების ქონება გაანადგურა, ევროპაში კი ზარალი $10 მილიარდს აღემატება, საიდანაც […]
პირბადის ტარება, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა – ივანე ჩხაიძის მიმართვა მოსახლეობას

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა. „დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. […]
უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი – დაშავდა, – ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა. მისი თქმით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შედეგად, უკრაინაში 125 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 550-ზე მეტი დაშავდა. რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ გამოიწვია სახლების, […]
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარა „ანტიტერორისტული წვრთნები“

რუსმა სამხედროებმა „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარეს ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლება ჩატარდა „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად“. ამავე ცნობის მიხედვით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო […]
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გემლიკის ყურეში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, მისი სიღრმე 12.8 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:10 საათზე მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
11 თვის მონაცემებით, მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. „2023 წლის 1- ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ – 11 თვის მონაცემებით, მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. „2023 წლის 1- ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.
დონალდ ტრამპი – პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „მას (ჯო ბაიდენს) ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია და იგი პუტინთან და სი ძინპინთან, ყველა ამ ძალიან ჭკვიან ადამიანთან, ჩვენ ბირთვული იარაღით წარმოგვადგენს. მედიას სძულს, როცა ვამბობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მაგრამ ნება მომეცით ვთქვა, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“. „პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები […]