ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია. ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის არცერთ კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არაა, მცირეწლოვანი ბათუმში გადაიყვანეს. […]

ღამით სამგორში ხანძარი იყო

ღამით თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი გვერდიგვერდ მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მათი ჯგუფები, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ბორკილები მედო, მირტყა სანამ არ გავითიშე, სახეში შემაფურთხა | გორში მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

გორში მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. საქმეზე მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. 39 წლის სერგო ბიჩინოვი ამბობს, რომ პოლიციელები მას სასტიკად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და განყოფილებაში გადაჰყავდათ. მისი თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი, მეტსახელად “ჯოყოვიჩი” ურტყამდა თავის არეში, სახეში აფურთხებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს უკვე შეხვდნენ […]

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნები” ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის სამხედრო ბაზაზე “ანტიტერორისტული წვრთნები” ჩაატარა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოკრუგის ბაზაზე ჩატარდა “პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმების მოგერიების წვრთნები”. “პერსონალს მიეცა სხვადასხვა პირველი საფეხურის დავალებები, რომლებიც საბრძოლო პირობებთან მიახლოებულ გარემოებებში უნდა შეესრულებინათ. განგაშის სიგნალის შემდეგ ანტიტერორისტული ქვედანაყოფები დაიძვრნენ იმ მიმართულებით, სადაც განლაგებული იყო პირობითი […]

“მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი” – ნატო-უკრაინის საბჭო რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაციას მკაცრად გმობს

ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაცია, ასევე – რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტებისა და ირანიდან მიღებული დრონების გამოყენება, – ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის […]

ისრაელის ბოლო თავდასხმების შემდეგად, ღაზის სექტორში 147 ადამიანი დაიღუპა და 243 დაშავდა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ისრაელის ბოლო თავდასხმების შემდეგ, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, სულ მცირე 147 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 243. სახმელეთო შეტევების შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აჭარბებს.

ომის 687-ე დღე უკრაინაში – ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა

ომის 687-ე დღე უკრაინაში. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში 73 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ღამით სარაკეტო თავდასხმა იყო ხარკოვზე. დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი, დაშავებულთა შორისა საქართველოს ერთი მოქალაქეა. დაზიანებები მიიღო თურქეთის მოქალაქემაც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს – მეთიუ მილერი

ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს – მეთიუ მილერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. “ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, […]

შტორმისა და ტორნადოს შედეგად, აშშ-ში, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა

შტორმისა და ტორნადოს შედეგად, აშშ-ში, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შტორმისა და ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აშშ-ის სხვადასხვა შტატში ტორნადოს, დიდთოვლობისა და წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. სტიქიამ ყველაზე მეტად ნიუ იორკი და პენსილვანია დააზარალა. დიდთოვლობა და ქარბუქია ასევე ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში. აშშ-ის […]

“პსჟ-ში ამიტომ არ გამოუვიდა” – ხელაიფიმ მესიზე ისაუბრა

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ჟურნალისტებთან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ხელაიფის თქმით, “ლა პულგამ” საფრანგეთში საუკეთესო თამაში იმიტომ ვერ აჩვენა, რომ პარიზში “ბარსელონასგან” სრულიად განსხვავებული სიტუაცია დახვდა. “მესიზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ლეო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისთვის “პარი სენ ჟერმენში” ტრანსფერი მარტივი არ იყო, რადგან “ბარსელონაში” ყველაფერი მესისთვის იყო მოწყობილი, მწვრთნელებიც […]