საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ბათუმში

2024 წლის 20 – 21 იანვარს, ქალაქ ბათუმში, ქართველი ტენორის ირაკლი კახიძის ინიციატივით საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ჩატარდება. სააგენტო IOA Management 2012 წელს მიუნხენსა და ჰელსინკიში დაარსდა. სააგენტო წლების განმავლობაში საოპერო მომღერლების მსოფლიოს საოპერო თეატრებში დასაქმებას წარმატებულად უწყობს ხელს. IOA Management გერმანიის ყველა ოპერის თეატრის გარდა, ლონდონის (კოვენტ გარდენი), სტოკჰოლმის (სამეფო ოპერა), დანიის […]
გივი მიქანაძე პარიზში იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს სურია საად-ზოის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სურია საად-ზოის ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ახალგაზრდობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაზე, 2024 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტოს გადასვლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პარლამენტში ანალოგიური ცვლილებების თაობაზე საკომიტეტო […]
ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება. „ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ. სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. […]
მარიამ ლაშხი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მონაწილეობდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023-ის” გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ვრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და […]
ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს მათ. ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს. რაღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. დღესასწაული ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედის მშობლების ქორწინების და მისი ჩასახვის დღეს. ამ დღის წინ მუსლიმები ასრულებენ ძღვენის ლოცვებს. გარდა ამისა, სამომავლო […]
მედია – რუსეთი ახალი ავიაბომბის წარმოების დაწყებას გეგმავს

რუსეთი 2024 წელს ახალი ავიაბომბის, „დრელის“ სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს, – ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალმა საჰაერო ბომბმა წარმატებით გაიარა სამხედრო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ყველა გამოცდა. ТАСС-ი წერს, რომ „დრელი“ განკუთვნილია ჯავშანტექნიკის, სახმელეთო სარადარო სადგურების, ელექტროსადგურების მართვის ცენტრებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების განადგურებისთვის. მოსალოდნელია, რომ ის პრაქტიკულად შეუმჩნეველი იქნება რადარზე. ამასთან, რუსული […]
გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ღონისძიების ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. „ჩვენი მთავრობისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული მიმართულება არის პროფესიული განათლება და მისი […]
პანდემია არსად გამქრალა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება – ამირან გამყრელიძე

„დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი […]
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბენზინის დეფიციტია. მეორე კვირაა, იქ რუსეთის ფედერაციიდან საწვავი აღარ შეუტანიათ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უნიტარული საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელობა ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ ნავთობპროდუქტების და საპოხი მასალების დროებით არარსებობას. ადგილობრივი, ე.წ სახელმწიფო ნავთობაზა კი დაახლოებით 7-10 დღეში განაახლებს მუშაობას. „ბენზინის მოცულობისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიხადეთ, მაგრამ ხანგრძლივი საახალწლო არასამუშაო დღეების გამო ჩვენი […]
მიკროსაფინანსოების რაოდენობა შემცირდა, სავალუტოების გაიზარდა – რამდენი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებლებით, საქართველოში 968 ფინანსური ინსტიტუტია. მათ შორის 15 კომერციული ბანკია, რომელთა შორის 13 უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი, მათი სააქციო კაპიტალი ჯამში 10 მლრდ ლარამდეა. ბანკების ფილიალების საერთო რაოდენობა 145-ია, სერვისცენტრების კი 756. ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 2-ით ნაკლებია. სებ-ის ინფორმაციით, სესხის […]