დავითულიანი დებატებზე: ივანიშვილის პოლიტიკური წონა განუზომლად დიდია, ვიდრე სხვა ფიგურის

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონა საქართველოსა და პოლიტიკურ ველზე არის განუზომლად დიდი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფიგურის. შესაბამისად, ნებისმიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სურს, ამ დებატში რამენაირად შევიდეს, რომ თავისი პოლიტიკური რეიტინგი და წონა აწიოს. მე არ მგონია, რომ ივანიშვილს გიორგი გახარიასთან რაიმე სადებატო ჰქონდა. თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ […]

გორში პოლიციელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ

გორის პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც ტაბულას სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ეუბნებიან, გამოძიება 30 დეკემბერს, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. როგორც სერგო ბიჩენოვი ტვ პირველთან საუბრისას ამტკიცებს, მასზე სამართალდამცავმა, მეტსახელად ჯოყოლიჩმა, ფიზიკურად იძალადა. “მტაცა ხელი, რამდენს […]

NATO უკრაინისთვის 2024 წელს, 1 მილიარდის სამხედრო დახმარებას და საზენიტო ფარის გაძლიერებას აანონსებს

იენს სტოლტენბერგმა 2024 წელს NATO-ს მიერ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევა და საზენიტო ფარის გაძლიერება დააანონსა. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს.

მნიშვნელოვანი წელია, ეუთო/ოდირს და სხვა ინსტიტუციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს | იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევისთვის ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაუკეთებია და რომ ეუთო/ოდირს, ასევე, სხვა ინსტიტუციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ 2024 წლის არჩევნებს. “ქართულ ოცნებაში” საპასუხოდ ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო მიმართონ გრძელვადიან დამკვირვებლებს და არანაირი პრობლემა არ აქვთ, რომ ეს გააკეთონ. “ოცნება” ამბობს, […]

დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“. ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს […]

მკრეხელური გამოვლინება – ამილახვარი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

განათლებისა მინისტრი, გიორგი ამილახვარი მკრეხელობას და ეკლესიაზე თავდასხმას უწოდებს საღებავის შესხმას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული. გარდა ამისა, მინისტრმა მოიწონა საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამ ფაქტზე. “მორიგი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში. თუმცა, საზოგადოება არის ბრძენი, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და რომ არა ჩვენი, პოლიტიკოსების […]

ცაგარეიშვილი რელიგიის კანონზე: აუცილებელია, რათა ახალ სილიბისტროებს ლაგამი ამოვდოთ

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის თქმით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრება აუცილებელია, რათა “ახალ სილიბისტროებს ლაგამი ამოსდონ”. “ჩვენ ამ კანონპროექტს თებერვალში დავარეგისტრირებთ, განვიხილავთ და მივიღებთ. როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ახალ სილიბისტროებს რაღაც ლაგამი ამოვდოთ […] იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი კონფესიისა და ეროვნების ადამიანი მხარდამხარ ცხოვრობს და ისეთ საქართველოს ქმნის, […]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ბრალდებები, რომ ისრაელი გენოციდს აწყობს, უსაფუძვლოა

ჰააგის სასამართლოში ისრაელის მიერ ღაზაში გენოციდის მოწყობის ბრალდების განხილვის ფონზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს და ჰამასი პირობას დებს, რომ 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმებს გააგრძელებს. ასევე აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში რთული საბრძოლო პირობებია. “ბრალდებები, რომ ისრაელი გენოციდს აწყობს, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისსა და ცენტრალურ ნაწილში, მაღაზის რაიონში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. თავდაცვის ძალების ცნობით, მაღაზიში, გოლანის ბრიგადის ჯარებმა „ჰამასის“ სამი შეიარაღებული პირი შენიშნეს, რომლებიც გვირაბიდან გამოდიოდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. ამასთან, ისრაელელმა სამხედროებმა მაღაზიში „ჰამასის“ 8 წევრი შენიშნეს, რომლებიც სკოლისკენ გადაადგილდებოდნენ და ისინი […]

„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს. როგორც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები – ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ, რომ 27 ქვეყნის პარლამენტარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო […]