დღეიდან თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება და 25 000 ლარის ნაცვლად 250 000 ლარი იქნება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი 11 იანვრიდან შევა ძალაში. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება […]
გაძვირდება თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალი რეგულაციების ფონზე – ასოციაციის განცხადება

სტომატოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, გამოიწვევს თუ არა კლინიკების მიმართ შემოღებული ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების ზრდას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციაში განუცხადეს, განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება, სტომატოლოგიური მომსახურების ფასებზე არ აისახება. მათივე ინფორმაციით, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამასთანავე, როგორც […]
სეულში არ გამორიცხავენ, რომ ფხენიანი რუსეთს მიჰყიდის ტაქტიკურ მართვად რაკეტებსაც

ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტების გარდა, შესაძლოა, რუსეთს მიჰყიდოს ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტებიც, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ს განუცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი […]
“მოკლევადიან პერიოდში საწვავზე ფასის შემცირებას უნდა ველოდოთ“ – Wissol

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, დასავლეთის მასშტაბით ბარელი ნავთობის ფასი 71$-იდან 77$-მდე ღირს. რუსული ურალსის ფასი კი 60 დოლარია. გლობალური ტენდენციები მცირედით აისახა ქართულ ბაზარზე. წლის პირველ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 3-5 თეთრით შემცირდა. კომპანია „ვისოლში“ აცხადებენ, რომ სტაბილური ლარის და მსოფლიო ბაზარზე ამჟამად არსებული ფასების შენარჩუნების […]
„გამარჯვების კოალიცია“ ეუთო/ოდირს თხოვს, არჩევნებისთვის დამკვირვებლები გამოაგზავნოს

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ეუთო/ოდირს თხოვნით მიმართავენ, რომ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს, 11 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულება. სწორედ ამ მოწვევის […]
პაატა ზაქარეიშვილი – ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს „ვიღაცის თავების გაგორება“ – ბიძინა ივანიშვილი არის დღეს სახელი, ლენინის სურათია კედელზე, მუშა ფუტკრები არიან კობახიძე-კალაძის ხალხი

ბიძინა ივანიშვილი არის დღეს სახელი, ლენინის სურათია კედელზე, მუშა ფუტკრები არიან კობახიძე-კალაძის ხალხი. აშკარად რთული იყო ვითარება, რომ მას მოუწია არამხოლოდ დაბრუნება, არამედ ინსტიტუციური დაბრუნება – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებაში“ კრიზისია და შესაძლოა, ის ვადამდელ არჩევნებზეც წავიდეს, იმიტომ, რომ გააშეშოს ოპოზიცია და არ მისცეს ჩამოყალიბებისა […]
ბექა დავითულიანი – დანიის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს

დანიის ელჩის საქციელი სრულიად მიუღებელია, შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მისი საქმე არ არის! – ამაზე მას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს, – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი საქართველოში დანიის ელჩის ოპ-ედს, სადაც ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებს. დავითულიანის აზრით, „საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს საკუთარ უფლებამოსილებებზე ცოტა მცდარი წარმოდგენა აქვს“. „ისინი […]
ვლადიმერ პუტინი – თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა

რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა. „თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი – ევროპაში ნომერ პირველი ვართ”, – განაცხადა […]
პაატა მანჯგალაძე – საპატიო და სიმბოლურ თავმჯდომარეს სახელმწიფოს მეთაურის დანიშვნის უფლება რომ აქვს, ნამდვილი თავმჯდომარე რას აკეთებს?! ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა?!

ზარქუამ თქვა, კაცისთვის რაღაც ფუნქცია ხომ უნდა მიგვეცაო, ზარქუას მისაცემი რა ჰქონდა ივანიშვილს?! – საპატიო და სიმბოლურ თავმჯდომარეს სახელმწიფოს მეთაურის დანიშვნის უფლება რომ აქვს, ნამდვილი თავმჯდომარე რას აკეთებს?! ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძე დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა, რომელიც ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებს. „ის, რომ ივანიშვილმა რუსეთში […]
ბექა დავითულიანი დანიის ელჩის განცხადებაზე – ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, “ფეიკ ნიუსის” გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის

სამწუხაროდ საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია მას იმოქმედოს ამ ქვეყანაში,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ბექა დავითულიანის თქმით, ელჩის ეს […]