მიხეილ დაუშვილი – მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია – სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ

მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია – სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. „წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქია, ამიტომ ახალს არაფერს ვისმენთ და როგორც ჩანს, ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი გადასარევად იციან. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის […]
თბილისის მერმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო. კახა კალაძემ ხაზი გაესვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას. „კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი […]
ბექა დავითულიანი – საარჩევნო ბარიერის საკითხი დღეს ჩვენთვის აქტუალური არაა, გეგმაში არაფერი გვაქვს – წელიწადნახევრის წინ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო, შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა

საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ გაკეთებულ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო – შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე დასმულ კითხვას. დავითულიანის თქმით, დღეს ბარიერის საკითხი აქტუალური არ არის. „საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეთავაზება გაკეთებული იყო ოპოზიციის მიმართ, ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია […]
Open AI-მ GeorgiAI-ს ოფიციალური ვერიფიკაცია მიანიჭა

GeorgiAI-ს ხელოვნური ინტელექტის კვლევების მსოფლიოს უმსხვილესმა ორგანიზაცია OpenAI-მ ვერიფიკაცია მიანიჭა.ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, GPTstore ოფიციალურად განათავსებს GeorgiAI-ს. აღსანიშნავია, რომ GeorgiAI-ს მასალების გაცნობა ინგლისურ ენაზე ხდება შესაძლებელი. ქართულენოვანი მასალა, ფონდში ეტაპობრივად განთავსდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და “პალიტრა ჰოლდინგის” პარტნიორობით შექმნილი ციფრული სივრცე GeorgiAI ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს. მილიონობით ტექსტური […]
იან მაქსინი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს კვლავ ეწვევა

ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და ვოკალისტი, იან მაქსინი, რომელიც ოცდაათზე მეტ ენაზე მღერის, კვლავ ეწვევა საქართველოს მისი ახალი ალბომის “Amor Renatus”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში! კონცერტები გაიმართება თბილისში (26 იანვარი), ბათუმში (28 იანვარი) და ქუთაისში ( 01 თებერვალი). მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით, […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ხოლო მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი პრობლემური უბანი დაფარონ ქვეყნის მასშტაბით

აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ხოლო მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი პრობლემური უბანი დაფარონ მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილისა და ვაშაძის წერილით, „გამარჯვების კოალიცია“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, […]
სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებით, კლინიკების მიმართ შემოღებული ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს, რადგან პერსონალისთვის რიგი სავალდებულო პროცედურები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება

სტომატოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, გამოიწვევს თუ არა კლინიკების მიმართ შემოღებული ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების ზრდას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციაში განუცხადეს, განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება, სტომატოლოგიური მომსახურების ფასებზე არ აისახება. მათივე ინფორმაციით, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამასთანავე, როგორც […]
იაგო ხვიჩია – სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღეა ვისმენდით, ხელისუფლების მიერ წახალისებული მგონია, რათა მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღება გადავიდეს ასეთ უაზრობებზე

რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ეჭვობს, რომ “გუშინდელი ოპერაცია” მთლიანად ხელისუფლების ინიცირებული და წახალისებულია. „ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება. ზოგადად, მე მაქვს ეჭვი, რომ მთელი […]
ბექა დავითულიანი – როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს

როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. დავითულიანის თქმით, კანონის გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებსა და ქუჩის პროტესტს. „ამას სჭირდება […]
აზერბაიჯანი ევროპის 8 ქვეყანას აწვდის გაზს და ექსპორტზე ახალ მოლაპარაკებებსაც აწარმოებს

აზერბაიჯანი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან გაზის მიწოდებაზე, განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. „სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) ამჟამად მუშაობს სრული სიმძლავრით და თუ გვინდა მისი მეშვეობით გაზის დამატებითი მოცულობების ექსპორტი, ის უნდა გაფართოვდეს. აქ გარკვეული თანხებია საჭირო, დამატებითი სატუმბი სადგურები უნდა დამონტაჟდე“, – აღნიშნა ალიევმა ოთხშაბათს ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში. „დღეს რვა ქვეყანა ყიდულობს აზერბაიჯანულ […]