Ethereum-ის ფასმა 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად გადააჭარბა $2500-ს

TradingView-ის თანახმად, 2024 წლის 11 იანვარს Ethereum-ის ფასი 2629 დოლარამდე გაიზარდა. ეს არის ახალი მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის მაისიდან. სტატიის წერის დროს აქტივი 2576 დოლარად იყიდება. CoinGlass-ის მონაცემებით, 10-დან 11 იანვრამდე, ფიუჩერსების ბაზარზე Ethereum-ის ლიკვიდაციების მოცულობამ 87 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ ინდიკატორში მან წამყვანი პოზიცია დაიკავა სხვა კრიპტოვალუტებს შორის. გაითვალისწინეთ, რომ Ethereum-ის ზრდა მოხდა შეერთებულ […]

ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, ეს რუსეთს დაეხმარება | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, რადგან ეს რუსეთს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, რათა გრძელ ვადაში გააგრძელოს უკრაინაში ომი. როგორც ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე თქვა, რუსეთის ფედერაცია იარაღის ნაკლებობას განიცდის, პაუზა კი მას შესაძლებლობას მისცემს რომ ეს მარაგი შეივსოს. “ბრძოლის ველზე პაუზა არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის […]

უკრაინას სწრაფი გამარჯვებისთვის უნდა დავეხმაროთ – რესპუბლიკელი კონგრესმენების გეგმა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკრაინაში გამარჯვების გეგმა 2023 წლის 15 ნოემბერს წარადგინა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია ის საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს. ამისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენები სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რათა უკრაინამ მიმდინარე ომში გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი დამარცხდეს. კომიტეტის თქმით, ჩინეთის, ირანის, ირანის მარიონეტებისა და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი ალიანსი რუსეთს აშშ-ს წინააღმდეგ […]

“აქ არის, მაგრამ თან არა” – ფოტოგრაფმა დემენციით დაავადებული დედის ცხოვრება ფოტოებში ასახა

ფოტოფრაფმა ჰელენ რიმელმა დემენციით დაავადებული დედის ცხოვრება ფოტოებში ასახა. ჰელენ რიმელის დედას, სუზანს, ვასკულარული დემენციის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. აქედან გამომდინარე, ორი წლის წინ რიმელმა გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად ლონდონიდან სამხრეთ უელსში გადასულიყო და 75 წლის დედის მომვლელი გამხდარიყო – სრულ განაკვეთზე. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებამ ფოტოგრაფს უბიძგა, შეექმნა ფოტოპროექტი – “ის [აქ] აღარ არის” [No […]

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, უწყებაში დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ამ წუთებში ხვდება. ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

სამხრეთ აფრიკა – ღაზაში ისრაელის ქმედებები გენოციდის განზრახვაზე მიუთითებს

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ადანაშაულებს ქცევაში, რომელიც გენოციდის განზრახვაზე მიუთითებს. „ყველა ეს ქმედება ინდივიდუალურად და ერთობლივად ქმნის ისრაელის ქცევის გათვლილ ნიმუშს, რომელიც მიუთითებს გენოციდის განზრახვაზე. ეს განზრახვა აშკარაა ისრაელის საქციელიდან“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის ადვოკატმა ადილა ჰასიმმა ჰააგაში, სადაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა მიმდინარეობს. „ღაზაში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ ისეთი […]

ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა

ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიური ტური, რომლის ფარგლებშიც იგი რეგიონის 9 სახელმწიფოს ეწვია, ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ენტონი ბლინკენი და ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი პალესტინის […]

თეთრი სახლი მხარს უჭერს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას – Bloomberg

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამერიკას რუსეთის 300 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა აქვს გაყინული. “კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს უფლებამოსილებას, რომ უკრაინას გადასცეს რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები”, – […]

2027 წლამდე, ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ალარ კარისის განცხადებით, ესტონეთი 2027 წლამდე უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენ უკვე გავუწიეთ უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება. ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. უკრაინას მეტი და უკეთესი იარაღი სჭირდება”, – აღნიშნა კარისმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს […]

ჰააგის სასამართლო ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების სავარაუდო გენოციდის შესახებ საჩივარს განიხილავს

ჰააგას სასამართლო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდის შესახებ საჩივარს განიხილავს. ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი, გასული წლის 29 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა. თუ სასამართლო მომჩივნის პოზიციას გაიზიარებს, ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციას მოისმენს, ხვალ კი სიტყვით ისრაელი ისარგებლებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელის მიერ პალესტინელთა […]