“უკრაინამ უნდა მიიღოს იარაღი, არა ხვალ, არამედ დღეს” – ესტონეთი 1,2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. კარისის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას სამი წლის განმავლობაში მიიღებს. “უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რათა უკრაინამ მიიღოს ის რაც სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ […]

“რეგიონებში სავაჭრო ცენტრები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ” – რა აფერხებს ახალი ბრენდების შემოყვანას?

„საქართველოს დიდ ქალაქებში შესაბამისი მოცულობის სავაჭრო ცენტრები არ არის, რომელიც გარკვეულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანიის „სინომი რითეილი“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა. აღსანიშნია, რომ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების წარდგენის 12-წლიანი ისტორია აქვს და 22 საერთაშორისო ბრენდსა და 70 მაღაზიას აერთიანებს. „სინომი რითეილი“ დირექტორის ინფორმაციით, რეგიონებში არსებული […]

თურქეთი ელექტრომობილების გაყიდვით ევროპაში ლიდერ ქვეყნებს შორისაა

თურქეთმა სრულად ელექტრონული ავტომობილების გაყიდვით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას გადაუსწრო, რასაც მოწმობს ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემები.თურქეთი ამ სეგმენტში მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის, დანიისა და ფინეთის წინ. თურქეთის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების წილის ზრდის ტენდენცია კვლავ მაღალია ევროპის საავტომობილო ბაზრებთან შედარებით. ACEA-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა 48.2%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან […]

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად სამგორში მცხოვრებ 23 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს“, – […]

“გასახდელში სიტუაცია ფულის გამო ირევა ხოლმე” – პეტიმ პერესს რჩევა მისცა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ Talksport-თან ინტერვიუში მადრიდის “რეალის” შესახებ ისაუბრა და ფლორენტინო პერესი გააფრთხილა, რომ თუ “ბლანკოსი” კილიან მბაპეს გაიფორმებს, ამან შესაძლოა, გასახდელში არსებულ სიტუაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. “მბაპე რომ ვიყო, საკუთარ თავს ვკითხავდი: თუ მართლა მსურს “რეალში” გადასვლა, ამას ხომ წელიწად-ნახევრის წინ გავაკეთებდი? თუ პარიზში დავრჩები, ვიქნები ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის […]

„კმაზული“ – ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი

ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე ახალი ბრენდი „კმაზული“ გამოჩნდა. „კმაზულის“ ბრენდმა ფუნქციონირება ყველაზე პოპულარული პროდუქტით, საუცხოოდ შეკმაზული, გემრიელი სოსისების წარმოებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე მზა ხორცპროდუქტების მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ადგილობრივი რესურსი კი არასაკმარისია, ამის შედეგად ბაზარზე იმატა იმპორტირებულმა ბრენდებმა. როგორც საწარმოში აცხადებენ, სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რის შედეგადაც ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი შექმნეს. […]

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავი ზღვის განაღმვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

დღეს, სტამბოლში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანხელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაფრიანოვმა შავის ზღვის ნაღმებისგან გასუფთავების ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. „შავ ზღვაში მცურავი ნაღმების საფრთხე ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ნაღმების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლის მიზნით გადავწყვიტეთ, სამ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის […]

ირაკლი ბერაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე და ამ […]

ალიკანტეს ქართული სახლი, ალიკანტეს მოქმედი დიასპორა დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

ალიკანტეს ქართული სახლი, ალიკანტეს მოქმედი დიასპორა, რომელიც მრავალი წელია თავდაუზოგავად იღვწის საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის, ჩვენი მშობლიური ენის პოპულარიზაციისა და 5 ათასი კილომეტრით სამშობლოსგან დაცილებულ ემიგრანტთა კეთილდღეობისთვის, დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, 14 იანვარს, 20 საათზე, ყველა თანამემამულეს გეპატიჟებათ დიასპორის 20 წლის იუბილესა და ძველი კალენდრით ახალი წლის ზეიმზე. „უხვად არსებული […]

თეთრი სახლი მხარს უჭერს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას | Bloomberg

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამერიკას რუსეთის 300 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა აქვს გაყინული. “კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს უფლებამოსილებას, რომ უკრაინას გადასცეს რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები”, – […]