დანიის საელჩოს თქმით, ივანიშვილზე ელჩის განცხადებას დებატებში “კონტექსტის გარეშე” იყენებენ

დანიის საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე დანიის ელჩის განცხადებას ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე იყენებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა, ხოლო სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, უკონტექსტოდ გამოიყენება. “სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ […]
ზარქუა დანიის ელჩის განცხადებას თავხედურს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა დანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, თავხედურს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ზარქუა ელჩს მოუწოდებს, შემდეგში “უფრო ფრთხილი” იყოს. “უპასუხისმგებლოს, სიცრუეს, დეზინფორმაციას, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი. ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის კიდევ გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი და შემდეგში მე […]
მეტელკინა-ბერულავას სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ლიდერია

ფიგურულ ციგურაობაში კაუნასში (ლიეტუვა) დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს წარმატებით გამოვიდნენ საქართველოს ნაკრების წევრები. სეზონის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა. მოკლე, იგივე სავალდებულო პროგრამაში მათ 18 მონაწილეს შორის საუკეთესო – 71.30-ქულიანი შეფასება მიიღეს და მცირე ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. მეტელკინა-ბერულავას სპორტული წყვილი მედლის მოპოვებას 11 იანვარს, მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამშიც შეეცდება. საამისოდ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6826 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9415 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9427 ლარს შეადგენდა. […]
ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოსამზადებლად უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოსამზადებლად უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით“, – განაცხადა სიიარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, იგი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს […]
ოკუპირებული გალიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, რომელიც ოკუპირებული გალიდან გადაიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ მოზარდი რამდენიმედღიანი ცხელების შემდეგ მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში – მდგომარეობის დამძიმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი მაღალი ტემპერატურით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი ბათუმში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. “შემოიყვანეს ცხელებით, გამოხატული სუნთქვის და […]
“აწარმოე საქართველოს” ბიზნეს უნივერსალის პროგრამა გაფართოვდა – ვის შეუძლია დაფინანსების მიღება?

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა გაფართოვდა. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით არის განსაზღვრული და მის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვრიდან განახლდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, “ბიზნეს უნივერსალის” პროგრამა აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების ხელშეწყობის მიმართულებით გაფართოვდა. ასევე შინაური ცხოველების საკვების წარმოების და ცენტრალური გათბობის ქვაბების წარმოების თანადაფინანსების მიმართულებებითაც. კონკრეტულად, რა ცვლილებები […]
რუსთაველის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – რომელი შენობებით იწყებს მერია

თბილისში, რუსთაველის გამზირის #24 და #26-ში მდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი ცხადდება. შემსყიდველი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდია. წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 284 480 ლარია. როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებული იქნება საპროექტო მომსახურება შეასრულოს ტექნიკური წუნის გარეშე და მის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება და […]
“ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში” – დანიის საელჩო

საქართველოში დანიის საელჩო, ელჩის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, დანიური სტატიიდან ამოღებული ამონარიდი, განხილვის საგანი, კონტექსტის გარეშე გახდა. მათივე განცხადებით, საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან. “სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო […]
2023 წლის 9 თვეში “სილქნეტის” შემოსავლები 15%-ით გაიზარდა

“სილქნეტის” ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, “სილქნეტის” შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 14.9%-ით გაიზარდა და ₾397.3 მლნ შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს კომუნიკაციების სექტორის ერთ-ერთი ლიდერის – “სილქნეტის” ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი. საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, რომ “სილქნეტის” შემოსავლების ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, რომლებიც შესაბამისად წლიურად […]