Google-მა ხმოვანი ასისტენტის დეპარტამენტიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა – Reuters

ტექნოლოგიური გიგანტი Google აცხადებს, რომ კომპანია სხვადასხვა გუნდის ასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს – Alphabet-ი საოპერაციო ხარჯების შემცირებას განაგრძობს, რის გამოც Google-ი შვილობილი კომპანია FitBit-ის თანადამფუძნებლებმა – ჯეიმს პარკმა და ერიკ ფრიდმენმაც დატოვეს – წერს Reuters. Google-ის ინფორმაციით, ასობით თანამშრომელს გაათავისუფლებენ ხმოვანი ასისტენტის დეპარტამენტიდან და იმავე ბედს გაიზიარებენ ტექნიკური და საინჟინრო გუნდის ასობით წევრიც, რომლებიც Pixel-ზე, Nest-სა […]

თინა ხიდაშელი – მადლობელი ვარ, რომ გამოვიდა სცენაზე, ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა – ახლა ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან, მანქანის მართვა დაიწყოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში იყოს

ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ყოფილი-პრემიერ მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ივანიშვილს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად პასუხისმგებლობის აღება ყველა იმ ქმედებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს. […]

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ მივცეთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა, არ მივცეთ ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა – ჩვენი მიზნები უკრაინულია, მაგრამ გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს

არ შეიძლება რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა. არ მივცეთ რუსეთს ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი მანამდეა დასამთავრებელი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაში სანქციები, […]

ირანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ 3 იანვარს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ კერმანში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს თქმით, ორი თვითმკვლელი ტერორისტისგან ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში არალეგალურად 19 დეკემბერს ჩავიდა. მეორეს შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2 ბომბის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით 35 ადამიანი ირანის რამდენიმე პროვინციაში დააკავეს. თავდასხმებზე, რომლის დროსაც 100 ადამიანი […]

აშშ-მ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტივების ნაწილი დაასანქცირა | ჩამონათვალი

შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ცნობილი ხდება, რომ სანქციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტივებს, აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და ვლადიმირსკის სამხედრო კვლევით კომპლექსს შეეხება. ასევე, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები OJSC “სახელმწიფო საჰაერო კომპანიის “224-ე ცალკეული საავიაციო რაზმის” გენერალურ დირექტორს, ვოლოდიმირ მიხეიჩიკს დაუწესა. მედიის ცნობით, ვაშინგტონის სანქციები რუსეთის სამ მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავსაც შეეხება. ესენია: 2 […]

ნეიჟპაპა: აფხაზეთში რუსული გემები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე ადმირალმა, ოლექსიი ნეიჟპაპამ Українська правда-სთან ინტერვიუში თქვა, რომ შეუძლიათ და სრული უფლება აქვთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალ საზღვაო ბაზაზე განთავსებულ რუსულ გემებზე იერიში მიიტანონ. მისივე თქმით, უკრაინისთვის რუსული გემი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს. “სადაც არ უნდა იყოს ის [რუსული გემი] მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში”. – გაუსვა ხაზი ნეიჟპაპამ. […]

ცხოვრებაძის 9 გოლი – საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მანჰაიმში ნიდერლანდებთან 29:34 დამარცხდა. მეტოქე თავიდან 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა დაცვაში შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 12:19 წააგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან 9 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც […]

Human Rights Watch-ის ანგარიში: საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“

საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“, წერს ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თავის წლიურ დოკუმენტში, „მსოფლიო ანგარიში 2024“, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. ყველაზე მწვავე საკითხებს შორის, რომლებიც დომინირებდა შარშან ქართულ პოლიტიკაში, ჩამოთვლილია დაძაბულობა მთავრობის მიერ 12 პრიორიტეტული პირობის შესრულების გარშემო, რომლებიც ევროკავშირმა დაუსახა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გარდა ამისა, „ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი […]

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო, დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებულ ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. დეკანოზის თქმით, სამწუხაროა, რომ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო. “დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი” – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. “ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. […]