ინტენსიური თოვისა და ნისლის გამო გზების გარკვეულ ნაწილზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე | პროკურატურის ახალი მტკიცებულებები და ბრალდებული ოჯახის წევრების პოზიცია

გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლოში დღეს პირველი სხდომა გაიმართა სადაც პროკურატურამ ახალი მტკიცებლებები წარადგინა მოკლული 14 წლის აითაჯის დედისა და ბიძის წინააღმდეგ. სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობით საქმის მასალებს დაემატა სატელეფონო ზარების ამონაწერი, რომლითაც შოთაძის უწყება ამტკიცებს, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მოზარდი მოძალადე საქმროსთან იძულებით დატოვეს, რაც ტრაგედიით დასრაულდა. საბრალდებო სკამზე მყოფმა მოკლული გოგონას […]
ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის | ზამთრის საბურავები გაძვირებულია – იზრდება ჯარიმების რაოდენობაც

საკონტროლო გამშვები პუნქტები მაღალმთიან რეგიონებში იმ ავტომფლობელების გამოსავლენად, რომლებიც ზამთრის საბურავებით არ სარგებლობენ. საპატრულო პოლიცია მონიტორინგს ამკაცრებს. საქართველოში სულ 35 სახიფათო მონაკვეთია, სადაც საგანგებო პუნქტებია მოწყობილი. ახალი წლიდან ძალაში შესული რეგულაციის მიხედვით, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ზამთრის საბურავის გარეშე ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთებზე იკრძალება. სახელდახელოდ მიღებული კანონის გამო საბურავებზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა.
ბულგარეთი და რუმინეთი 1-ელი აპრილიდან შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემას გეგმავენ

ბულგარეთი და რუმინეთი 1-ელი აპრილიდან შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემას გეგმავენ. დოკუმენტის საფუძველზე ტურისტებს შეეძლებათ შესვლა შენგენის ყველა წევრ ქვეყანაში თვითმფრინავით ან საზღვაო გზით. ამის შესახებ Schengen Visa Info იუწყება. ვიზა საშუალებას მისცემს უცხოელ მოქალაქეს შევიდნენ და დარჩნენ შენგენის წევრ ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში. თუმცა, არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი ორი სახელმწიფოს მიერ შენგენის ვიზების გაცემის დაწყების […]
Google-ს სასამართლოში უჩივიან და $7 მლრდ-ს სთხოვენ – Reuters

Google ბოსტონში ფედერალური მოსამართლის წინაშე წარდგება. მას იმაში ედავებიან, რომ პროცესორები, რომლებსაც კომპანია იყენებს AI ტექნოლოგიის გასაძლიერებლად, Singular Computing-ის პატენტებს იყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. Singular Computing, რომელიც მასაჩუსეტსის კომპიუტერულმა მეცნიერმა ჯოზეფ ბეიტსმა დააარსა ამტკიცებს, რომ Google-მა დააკოპირა მისი ტექნოლოგია და გამოიყენა იგი AI ფუნქციების გასაძლიერებლად Google Search-ში, Gmail-ში, Google Translate-ში და Google-ის სხვა სერვისებში. […]
„სხეულისა და სასუნთქი გზების მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, ორი ოპერაცია გაუკეთდა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

· 649 ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. „გთხოვთ ყველას! ლუკას ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ. ანგარიშის ნომერი კომენტარებშია. 11 წლის ლუკას სხეულისა და სასუნთქი გზების მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა. რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი დიდ თანხებს მოითხოვს, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია“, – წერს ის.
სომხეთის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

გასული წელი სომხეთისთვის რთული იყო. მთიანი ყარაბაღის საბოლოო დაკარგვისა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის უმოქმედობის შემდეგ, ქვეყანა დადგა არჩევანის წინაშე – სად უნდა ეძებოს მოკავშირეები და რა უნდა გააკეთოს ეკონომიკური განვითარებისთვის? თუმცა ერევანი ჯერ ისევ ყოყმანობს რუსეთთან დაშორებაზე.
ევროპული გაერთიანება ორბანის წინააღმდეგ | შარლ მიშელის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ევროდეპუტატების პეტიცია

ევროპული გაერთიანება ევროკავშირის მომავალი როტაციული თავმჯდომარის წინააღმდეგ. ევროპარლამენტში უკვე დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც უნგრეთისთვის ხმის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამ უკიდურესი პოლიტიკური განაცხადით ბრიუსელში პუტინის მოკავშირე ორბანის პოლიტიკურ განეიტრალებას ცდილობენ. უნგრეთის ლიდერის გავლენების შესაძლო გაძლიერებაზე დისკუსია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შარლ მიშელის უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ევროკავშირის მართვის სადავეები სწორედ […]
პოლიტიკური თავდასხმა ჯო ბაიდენზე | რესპუბლიკელების კრიტიკა პრეზიდენტს და მათი “გეგმა უკრაინის გამარჯვებისთვის”

პოლიტიკური თავდასხმა შეერთებული შტატების ლიდერზე. რეპუბლიკური პარტია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩააგდო ინიციატივა უკრაინისთვის 60-მილიარდიანი დახმარების გამოყოფაზე, ახლა ჯო ბაიდენს ომში მყოფი ქვეყნის არასათნადო დახმარების გამო აკრიტიკებს. “უკრაინის გამარჯვების გეგემა” – ასე ჰქვია 3 კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი ოფიციალური კიევისთვის გამარჯვების მისაღწევად საჭირო მხარდაჭერის ფორმები და საშუალებები. პრალალურად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისგან […]
გორში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს – მედია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის რაიონში, სოფელ ახალშენში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.