თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდა – GWP წყალმომარაგების აღდგენის დროსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს, წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩის N 305 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ცოტნე დადიანის ქუჩის N 305, 307, 309, 311, 313, 315. ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზ.N24-თან წყალსადენის […]
ცხოვრებაძის 9 გოლი – საქართველოს ნაკრები ევროპირველობის სადებიუტო მატჩში ნიდერლანდებთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მანჰაიმში ნიდერლანდებთან 29:34 დამარცხდა. მეტოქე თავიდან 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა დაცვაში შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 12:19 წააგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან 9 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც […]
“ეს განაჩენი უნდა გაუქმდეს, მოსამართლე, რომელმაც ასეთი დარღვევა დაუშვა, გასაგდებია” – ზაზა ხატიაშვილი ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

“ეს განაჩენი უნდა გაუქმდეს, მოსამართლე, რომელმაც ასეთი დარღვევა დაუშვა, გასაგდებია” – ზაზა ხატიაშვილი ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე გუშინ, 10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც […]
“ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს” | საპატრიარქოს მორიგი განცხადება

“ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია საუბარი. ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავისი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია […]
“კონფლიქტის გაყინვის უფლება არავის მისცეთ” | ზელენსკი

“კონფლიქტის გაყინვის უფლება არავის მისცეთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ომის ფონზე, განხილვის დრო არ არის, თუმცა ეს დისკუსია მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აბალანსებენ თავიანთ ნდობას. ამ წლის გაძლება არ ნიშნავს ჩვენი ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას, არავის მისცეთ კონფლიქტის გაყინვის უფლება, რომ […]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 11:18 დამარცხდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა I დივიზიონის B ჯგუფში სამივე მატჩი წააგო, რუმინეთმა კი II დივიზიონის D ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო. საქართველოს ნაკრები 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას და 13 იანვარს დუბროვნიკში გერმანიას დაუპირისპირდება. რუმინეთი მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
TikTok-ის ვიდეო თამაშების ბიზნესის ყიდვით Tencent-ია დაინტერესებული

TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-ი ვიდეო თამაშების ბიზნესს ყიდის. შესაბამისად, კომპანიას 1 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევს, რაც დეპარტამენტის ბიუჯეტს შეამცირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქტივის შეძენით Tencent-ია დაინტერესებული. ByteDance-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე პოტენციურ მყიდველთან. სათამაშო ბიზნესის შესაძლო კონკურენტებს შორისაა სათამაშო ბიზნესის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფლობელი Tencent-ი. ByteDance გადის სათამაშო ინდუსტრიიდან და აპირებს ფოკუსირება მოახდინოს […]
“ისტორიაში თვალთმაქცობის ერთ-ერთი უდიდესი შოუ” | ისრაელის საგარეო ჰააგაში ქვეყნის წინააღმდეგ გენოციდის საქმეზე

“ისტორიაში თვალთმაქცობის ერთ-ერთი უდიდესი შოუს მოწმენი გავხდით”, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიორ ჰაიატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამხრეთ აფრიკამ ჰააგაში ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმე წარმოადგინა. ჰაიატმა სამხრეთ აფრიკელ იურისტებს ჰამასის წარმომადგენლები უწოდა. “დღეს ჩვენ გავხდით ისტორიაში თვალთმაქცობის ერთ-ერთი უდიდესი შოუს მოწმენი, რომელსაც დაემატა ცრუ და უსაფუძვლო პრეტენზიების სერია. სამხრეთ აფრიკამ, რომელიც […]
“სამხრეთ აფრიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის … რა თავხედობაა” | ნეთანიაჰუ

“სამხრეთ აფრიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის… რა თავხედობაა”, – ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს. ამბობს, რომ მისი საქმე ჰააგაში არის იმის მტკიცებულება, რომ “სამყარო თავდაყირა დადგა”. ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ისრაელი “გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას… სრულ გამარჯვებამდე”. “ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი […]
ლატვიის პრეზიდენტმა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ მან რიგაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებს და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ასევე, ბრიფინგზე ორი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც გამოცხადდა. “დღეს მე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს დახმარების შემდეგი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, […]