სპეცოპერაცია წითელი ზღვის სავაჭრო არტერიის გასათავისუფლებლად – აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ძალები “ჰუსიტების” წინააღმდეგ

“ჰუსიტების” სამიზნეების წინააღმდეგ იერიში აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ერთდროულად მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების სამხედრო ობიექტების განადგურებაში, მოკავშირეების ავიაცია, ხომალდები და წყალქვეშა ნავი მონაწილეობდა. სამოცზე მეტ სამიზნეს, მათ შორის, იემენის დედაქალაქ სანააში, წარმოადგენდა სამხედრო ბაზები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, იარაღის საწყობები და აეროდრომები, საიდანაც წითელ ზღვაში მშვიდობიანი გემების წინააღმდეგ, “ჰუსიტები” რაკეტებს და დრონებს უშვებდნენ. ვაშინგტონმა […]

რატომ უტევს მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს და სად იშოვა მან თავისი პირველი მილიონი – “ქართულ ოცნებაში” “ლელოს” ლიდერს პასუხობენ

პარტია “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. მამუკა ხაზარაძეს “ოცნებაში” უკვე უპასუხეს და სთხოვეს, გაიხსენოს სად იშოვა პირველი მილიონი. შალვა პაპუაშვილისთვის “ლელოს” ლიდერის მოსკოვთან სხვის კავშირებზე გაკეთებული განცხადება, მინიმუმ არასერიოზულია, რადგან პარლამენტის სპიკერის თქმით, ხაზარაძეს რუსეთთან მხოლოდ ბიზნესი არ აკავშირებდა. ლიდერის განცხადებას პარტიის წევრები იზიარებენ, […]

“პატრიოთა ალიანსი” წმინდა მატრონას ხატზე შესწორებას სამების საკათედრო ტაძარშივე გააკეთებს – რატომ უყენებს ეკლესია საელჩოებს პრეტენზიებს

მატრონა დარჩება, სტალინი წაიშლება. ხატიც დარჩება, ოღონდ გადაიწერება. “პატრიოტთა ალიანსი” შესწორებას სამების საკათედრო ტაძარშივე გააკეთებს. უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება აჟიოტაჟი მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელიც საქართველოში კანონის გამკაცრების მიზეზიც ხდება. რელიგიურ ნივთზე საღებავის შესხმას ეკლესია ვანდალურ აქტს უწოდებს და პრეტენზიები დიპლომატიურ კორპუსთანაც აქვს. საპატრიარქოს სპიკერი დარწმუნებულია, რომ სხვა კონფესიების შემთხვევაში საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები განგაშს […]

როგორი იყო გიორგი გახარიას პოლიტიკური გზა და რატომ დაუპირისპირდა მმართველ პარტიას

“ბასიანში” შევარდნა მტკიცებულებების გარეშე და ახალგაზრდებთან დაპირისპირება, პანკისის ხეობის წარუმატებელი სპეცოპერაცია და პოლიციის დისკრედიტაცია, 20 ივნისის აქციის დაშლა და წყლის ნაცვლად რეზინის ტყვიების გამოყენება. ჯერ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა, შემდეგ კი უარი მის დაკავებაზე, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია თვითმმართველობებში. 8 წელი “ქართულ ოცნებაში” და 3 წელი ოპოზიციაში. ტელევიზიის არქივი ყველაფერს ინახავს. ძალის ჩვენება, მცდელობა ნომერი 1 […]

აშშ-მა და ბრიტანეთმა მიზანში ამოიღეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტების ობიექტები იემენში

აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტების ობიექტებზე – რაც მყისიერად დაგმო თეირანმა, მატულობს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თაობაზე, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განცხადებაში ამბობს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები “არ მოითმენენ” ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების ჯგუფის მხრიდან გახშირებულ […]

კრემლი ოჩამჩირის პორტის ტექნიკურ აღჭურვას იწყებს | ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გემები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება

სამხედრო გენერალიტეტი კიევში ადასტურებს, რომ აფხაზეთი მათი ლეგალური სამიზნე ხდება. მიზეზი მარტივია – რუსეთის სამხედრო ფლოტის ბაზა ოჩამჩირეში რეალურ პროექტად იქცა. საოკუპაციო რეჟიმის “უშიშროების საბჭოს მდივანმა” სერგეი შამბამ დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ შეთანხმება კრემლთან საბოლოოა და ახლა მხოლოდ პორტის ტექნიკური მომზადებაა საჭირო დიდი გაბარიტების ხომალდების მისაღებად. სოხუმში ვარაუდობენ, რომ ეს სამუშაოები ამ წლის ბოლომდე დასრულდება […]

მომდევნო დღეებში მოსალოდნელია თოვლი, 3-4-ბალიანი შტორმი და ყინვა – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, 3-4-ბალიანი შტორმი ზღვაზე და ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით: · 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. · 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, […]

ჯონ კირბი – „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად აშშ ირანთან კონფლიქტს არ ეძებს

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად აშშ ირანთან კონფლიქტს არ ეძებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შესაჩერებლად თეირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტს არ ეძებს. „ესკალაციას არ ვეძებთ და ბოლო დღეებში მომხდარის მიღმა ესკალაციის მიზეზი […]

კოვიდის უცნობი სტატისტიკა | დიაგნოსტიკა და მკურნალობა სპეციალური ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება

ეპიდემია რომელსაც ხელისუფლება მალავს- გაზრდილი მიმართვიანობის გამო სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კოვიდის გავრცელების მასშტაბმა პიკს მიაღწია და საჭიროა განსაკუთრებული ღონისძიებების განხორციელება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია რაც აღარ აღრიცხავს კოვიდ ინფიცირების სტატისტიკას და ეპიდემიის ზუსტი სურათი დღეს ქვეყანაში არავის არ აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სულ უფრო მძიმე ფონზე ფაქტობრივად უმოქმედოდაა. უფრო მეტიც – […]

გამოხმაურება ამერიკის და ბრიტანეთის მიერ იემენელ ჰუტებზე მიტანილ იერიშებზე

12 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში იერიშები მიიტანეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუტების დაჯგუფებაზე, რომელიც წითელ ზღვაში საერთაშორისო გემებს სამიზნეში იღებს. 7 ოქტომბერს, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ღაზაში პალესტინელების მხარდაჭერის საჩვენებლად, ჰუტებმა გაახშირეს თავდასხმა წითელი ზღვის წყლებში, რაც ნაოსნობის თავისუფლებას ზღუდავს და ზრდის ომის უფრო ფართო რადიუსით გავრცელების რისკს. იერიშს რუსეთისა და ირანის აღშფოთება მოჰყვა. […]