იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება შეხვედრა უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის – იუწყება უნგრეთის ხელისუფლება 12 იანვარს. შეხვედრა შედგება უჟგოროდში, 29 იანვარს – წერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისი პლატფორმაზე X. უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ისეთი საკითხები, როგორებიცაა დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების უფლებები, უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების გამოყოფის […]
საბავშვო ბაღების საკვებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეხმაურებიან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს. „რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული […]
ჩინეთი ყველაზე ძველ და მასშტაბურ, მეორმოცე ყინულის ფესტივალს მასპინძლობს – ქალაქ ჰორბინში წელიწადის ამ დროს მილიონობით ტურისტი იკრიბება

ჩინეთი ყველაზე ძველ და გრანდიოზულ, მეორმოცე ყინულის ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქ ჰორბინში წელიწადის ამ დროს მილიონობით ტურისტი იკრიბება. საფესტივალო ტერიტორია 810,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ყინულის კოშკების და ფიგურების ასაგებად სკულპტორები 250,000 კუბურ მეტრ ყინულს და თოვლს იყენებენ. ფესტივალი მსოფლიოს 4 ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს შორის არის დასახელებული და ყოველწლიურად იანვარ-თებერვალში ტარდება, წლიდან წლამდე კი მის მიმართ ინტერესი […]
ისრაელი-“ჰამასის” კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთს გასცდა – სამხრეთ აფრიკამ ღაზაში ცაჰალის სამხედრო ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

“ჰუსიტების” გარდა, ისრაელის ორი მთავარი გამოწვევა “ჰამასი” და “ჰეზბოლაა”, თუმცა ეს კონფლიქტი უკვე გასცდა ახლო აღმოსავლეთს. საქმეში ჩაერთო სამხრეთ აფრიკა, რომელმაც ღაზაში ცაჰალის სამხედრო ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ, რომელიც იმ ომის შემდეგ შეიქმნა, რომლითაც ებრაელები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ახლა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უნდა განიხილოს. სამხრეთ აფრიკის […]
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევა შეფასების მთავარი კრიტერიუმი ხდება | Human Rights Watch-ის ანგარიში

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დარბევა შეფასების მთავარი კრიტერიუმი ხდება. Human Rights Watch ყოველწლიურ კვლევაში ადასტურებს, რომ სწორედ მარტის აქციების დარბევამ, სხვა ფაქტორებთან ერთად გააუარესა საქართველოს შეფასება. ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარება გააუარესა ხელისუფლების უმძიმესმა ზეწოლამ თავისუფალ მედიაზე და დაუსჯელმა თავდასხმებმა კრიტიკულ ჟურნალისტებზე. ამ მძიმე დასკვნის შესახებ უკვე გაიმართა მსჯელობა გაეროში. დოკუმენტს გაეცნენ საქართველოშიც და ოპოზიციის […]
ისტორიული შეთანხმება ხელმოწერილია – თვითმფრინავების ყველაზე დიდი პაკეტი – სუნაკმა უკრაინაშია

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროებისთვის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების წარმოებისთვის 200 მილიონ ფუნტს გამოყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 12 იანვარს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩვენ ასევე გამოვყოფთ 200 მილიონ ფუნტს ათასობით თვითმფრინავის ასაშენებლად. ეს არის თვითმფრინავების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც ნებისმიერმა სახელმწიფომ უკრაინას მიაწოდა”, – თქვა რიში სუნაკმა. ლიდერებს არ დაუზუსტებიათ, რომელ […]
“ამიტომაა ეს საქმე თავზარდამცემი” – რას ეუბნება “ალიას” ადვოკატი ლადო სანიკიძე პროცესზე, რომელიც კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, მოსამართლემ ორი მოწმის ჩვენება არ […]
ეროვნული ბანკი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო (E-scrow) მომსახურების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ არასაბანკო ინსტიტუტებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო მომსახურების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა, ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობით. „მიმდინარე ეტაპზე, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად, მხოლოდ კომერციული ბანკი შეიძლება იყოს ესქრო აგენტი, რომელიც ესქრო ხელშეკრულების პირობების […]
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 1.56%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.05 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.92 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს […]
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეხმაურებიან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს. „რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული […]