Chesapeake Energy კონკურენტ Southwestern Energy-ს ყიდულობს – გადახდა მთლიანად აქციებით მოხდება

ამერიკული გაზის კომპანია Chesapeake Energy ყიდულობს კონკურენტ Southwestern Energy Co.-ს. გარიგების საფასურის გადახდა მთლიანად აქციებით მოხდება. Chesapeake Energy-ის პრესრელიზის თანახმად, Southwestern Energy-ის აქციონერები მიიღებენ 0,0867 Chesapeake Energy აქციებს იმ კომპანიის თითოეულ აქციაზე, რომელსაც ფლობენ. 10 იანვრის დახურვის ციტატების საფუძველზე, გარიგება 7,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კომპანიების ერთობლივი წარმოება, შერწყმის შემდეგ, დაახლოებით 7,9 მილიარდი კუბური ფუტი […]
საქართველოში საინვესტიციო კაპიტალის 2-ჯერ რეინვესტირება შევძელით, რამაც ფონდს გაორმაგებული ეფექტი მოუტანა“ – “გაზელ ფაინენს ჯორჯია”

საინვესტიციო ფონდმა “გაზელ ფაინენს ჯორჯიამ“ 2023 წელს 5 დიდი პროექტი წარმატებით დახურა, – ამის შესახებ Bm.ge-ს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ფონდის მთლიანი პორტფელი 31 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება მოგებას, ფონდს საქართველოში, დაახლოებით, 17%-მდე ამონაგები აქვს. “საქართველოში ჩვენთვის გამოყოფილი საინვესტიციო კაპიტალის 2-ჯერ რეინვესტირება შევძელით, რამაც ფონდს გაორმაგებული ეფექტი მოუტანა. “გაზელ ფაინენსი“ […]
ივანიშვილი ქართული პოლიტიკის სცენაზე – შეფასებები ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში

„ვიმედოვნებ, ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებასთან საჯაროდ ასოცირდება, იპოვის მეტ ინტერესს ღია, ნაკლებად ავტორიტარული პოლიტიკისადმი. მეტ დაინტერესებას იმაში, რომ საქართველო კვლავ იქცეს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ძლიერ მაგალითად“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი. რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკაში? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის […]
ამერიკამ და ბრიტანეთმა იერიში იემენელი ჰუტების სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა, საზღვაო და წყალქვეშა ხომალდებმა ჰუტი მებრძოლების პოზიციებს შეუტიეს. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუტების მიერ, წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე მომხდარ თავდასხმებზე. მას შემდეგ, რაც ისრაელმა “ჰამასს” ომი გამოუცხადა, იზრდება შიში იმის თაობაზე, რომ კონფლიქტი შესაძლოა რეგიონში უფრო ფართოდ გავრცელდეს. ამას ადასტურებს დაპირისპირება წითელ ზღვაში, სადაც კომერციულ რეისებზე […]
დებატის პასუხად წერილი და კითხვები, რომლებზეც პასუხი “ქართულმა ოცნებამ” ისედაც იცის – რა მიიღო გახარიამ ივანიშვილის გამოწვევის სანაცვლოდ

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა. ირაკლი კობახიძე ვრცელ სტატუსში წერს, რომ ექსპრემიერის მიმართ მათ კითხვები აღარ დარჩათ და გახარიას მიმართვა აბსურდულია. განმარტავს, რომ ყველა შეკითხვა ერთადერთი პასუხით იხსნება – გახარია მოღალატეა და ამას მტკიცება არ სჭირდება. “ქართულ ოცნებას” […]
ვოლსკი HRW-ის ანგარიშზე: ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი

“ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი”, – ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშს. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც კონკრეტული პარტიის ინტერესებში შედის. “ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი. ეგეთი არ მომხდარა. შენ ამას გამოიყენებ, ეს რუსული კანონია, ეს არის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც, რასაკვირველია, […]
გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. “თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით აღნიშნული რეჟიმით […]
პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება | სუნაკი

“უკრაინა არასოდეს იქნება მარტო. პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით დღეს, ხვალ და რამდენი ხანიც საჭირო იქნება” – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა კიევში, ვოლოდიმრი ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომით უკრაინა იცავს თავს და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას. […]
თოვის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
თოვლი, ქარბუქი, ძლიერი ყინვა და შტორმი – 12 იანვარს დღის ბოლოდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ამასთან, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ხოლო 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის […]