გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს | დაიღუპა 2 ადამიანი

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, რომ რუსებმა რეგიონი 71-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. “გასული დღის განმავლობაში მტერმა 71 ჭურვი ისროლა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, BpLA-დან, ხოლო ავიაციიდან 424 ჭურვი,” – აცხადებს პროკუდინი. მისი თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია იყო.

ქვეყნები, სადაც ძველით ახალი წელი აღინიშნება

საქართველოში 13 იანვრის ღამეს, ძველით ახალი წელს ეგებებიან. ეს დღესასწაული მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, რაც დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ. ამ განსხვავებამ XX – XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს […]

„ყინვა გაძლიერდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი“ – ქვეყნის მასშტაბით, ამინდი გაუარესდება

დღეიდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. 14 და 15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. 15 იანვრიდან სინოპტიკოსები უნალექო ამინდის და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „ნათელია, რომ რუსული „გამორჩეული“ რაკეტები სულ უფრო და უფრო უარესდება და ღმერთმა იცის, სად მიფრინავს! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამიტომ, ფხიზლად იყავით და განგაშის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ“, – აცხადებს […]

ფინელი ევროპარლამენტარის თქმით, საკმარისი ხელმოწერები შეგროვდა პეტიციაზე, რომელიც ევროპულ საბჭოში უნგრეთის ხმის უფლების ჩამორთმევას შეეხება

ჩამოართმევენ თუ არა ვიქტორ ორბანს ხმის მიცემის უფლებას? – ფინელი ევროპარლამენტარი პეტრი სარვაამა, რომელიც ისტორიული პეტიციის ავტორია, აცხადებს, რომ მან შეაგროვა საკმარისი ხელმოწერები, რათა უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას. მისი თქმით, შესაბამის პეტიციას ხელი სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა, 120-მა ევროდეპუტატმა, მოაწერა. “ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ორბანისთვის ხმის ჩამორთმევას,” – წერს ევროპარლამენტარი X-ზე. […]

2023/2024 წლების სეზონზე საქართველოდან $22 მლნ-ის ციტრუსია ექსპორტირებული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ციტრუსის სეზონზე ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის ექსპორტირებულია 33 800 ტონა, 22 მილიონი აშშ დოლარის ციტრუსი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9 […]

გორში, სოფელ რეხაში, ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს | დაწყებულია გამოძიება

გორში, სოფელ რეხაში, ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს | დაწყებულია გამოძიება გორის მუნიციპალიტეტში ძაღლის მოკვლა სცადეს – ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხოველთა უფლებადამცველები დანაშაულის ჩამდენის დასჯას ითხოვენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას […]

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 6. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 12 იანვარს, პინგდინშანში, ადგილობრივი დაახლოებით 12:55 საათზე მოხდა. აფეთქების დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა.

ირმა ხეცურიანის მორიგი წარმატება – როგორია ირმა ხეცურიანის ეტლიდან დანახული ცხოვრება და რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე – Marao

ირმა ხეცურიანის მორიგი წარმატება – როგორია ირმა ხეცურიანის ეტლიდან დანახული ცხოვრება და რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე – Marao უელსის ქალაქ კარდიფში აიღო ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან წააგო და მესამე ადგილზე გავიდა. კარდიფში საქართველოს ნაკრების წევრები, ნინა […]

სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის დაახლოებით $400 000-ის გადახდა დააკისრა

სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და სამი გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ყოფილმა პრეზიდენტმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. “დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება [SLAPP – საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო სარჩელები] […]