პროკურატურის ავტომობილებზე 3 წელში მხოლოდ 23 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა | ოპოზიცია შერჩევით ჯარიმებზე საუბრობს

პროკურატურის ავტომობილებზე 3 წელში მხოლოდ 23 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა | ოპოზიცია შერჩევით ჯარიმებზე საუბრობს წერს თუ არა საპატრულო პოლიცია ჯარიმებს შერჩევით? – საქართველოს პროკურატურის კუთვნილ ავტომობილებზე 3 წელიწადში მათ მიერ მხოლოდ 23 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ, პარლამენტის წევრ თინა ბოკუჩავას, სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა. საუბარია 2020 წლიდან 2023 წლის დეკემბრამდე პერიოდზე. პროკურატურის […]
რუსეთი: პეტერბურგთან 50 000მ²-ზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის საწყობი იწვის [VIDEO]

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს 50 000მ²-განთავსებული ონლაინ მაღაზია Wildberries-ის საწყობი იწვის. ხანძრის გამომწვევი მიზეზისა და მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. განახლება: სავარაუდოდ, ხანძარი 50 000მ²-ზე უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა, რადგან როგორც მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, ხანძარი 70 000მ² ფართობზეა ლოკალიზებული. РБК საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით […]
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიზანი, უცხო ენების ცოდნის მიმართულებით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებაა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. სააგენტო აღნიშნული მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.
ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა

ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. ღონისძიება რია ქებურიას ხელოვნების ფონდისა და საცხენოსნო კლუბის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აუქციონზე გამოტანილი იყო ცხენის თემატიკაზე შესრულებული მხატვრების ნამუშევრები. შემოსული თანხა ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
დუმა განიხილავს კანონს, რომლითაც რუსეთის თავდაცვას შეეძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯარში გაიწვიოს | გაგზავნიან თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ომში

დუმა განიხილავს კანონს, რომლითაც რუსეთის თავდაცვას შეეძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯარში გაიწვიოს | გაგზავნიან თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ომში გააგზავნიან თუ არა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში? – რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც ნასამართლებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. ინიციატივა ტულის ოლქის პარლამენტს ეკუთვნის. ავტორების თქმით, კანონი […]
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩინეთის ჰენანის პროვინციის, ქალაქ პინდინშანის ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა, რომელსაც „ჰამასი“ იარაღის საწყობად იყენებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ, სამხედროებმა დასავლეთ ნაპირზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს. დასავლეთ სანაპიროზე თავდამსხმელების წინააღმდეგ ცეცხლის […]
შამბა: აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა წელს დაიწყოს

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მარიონეტმა მდივანმა რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის ფუნქციონირება, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. “სამშენებლო სამუშაოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი დაპროექტება. მაგრამ მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამიჭირდება ზუსტი დროის დასახელება და […]
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება. როგორც დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3,0 თეთრით, სოციალურად დაუცველი […]