Ambrey: ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდ გემზე მიიტანეს იერიში

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმის, Ambrey-ის, ინფორმაციით, ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდ ტანკერზე მიიტანეს იერიში. უსაფრთხოების ფირმის ცნობით, გემმა მასთან ახლოს რაკეტის გასროლა დააფიქსირა. “ეს იყო მეორე ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ჰუსიტებმა შეცდომით მიზანში ამოიღეს”. – წერია Ambrey-ის ცნობაში. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) თქვა, რომ იემენის საპორტო ქალაქ ადენის სამხრეთ აღმოსავლეთით […]

IDF აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს. მათი თქმით, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა. მას “ჰამასი” იარაღის საწყობად იყენებდა. ამასთან, IDF-ის ინფორმაციით, გუშინ, 12 იანვარს სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე […]

იოზუა კიმიხმა პსჟ-ში გადასვლაზე ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა გერმანულ მედიასთან კომენტარი პსჟ-ის დაინტერესებაზე გააკეთა. “სიმართლე გითხრათ, მე სრულად ორიენტირებული “ბაიერნში” თამაშზე ვარ. ჩემთვის ზამთარში კლუბის შეცვლა მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი არ არის. ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე კლუბი ჩემთან ერთად ამ თემას გაანალიზებს, დავსხდებით და ვისაუბრებთ. ყველაფერს, რისი განხილვაც საჭიროა, ერთად განვიხილავთ და არა მედიასთან” – განუცხადა კიმიხმა Sky Sport Germany-ს. […]

საქართველოს საპენსიო სქემაში 1,5 მლნ-მდე ადამიანია გაწევრიანებული

საპენსიო სააგენტოს 31 დეკემბრის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 477 ათასი ადამიანია. წმინდა ამონაგებმა, კი 856.7 მილიონ ლარი შეადგინა. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7095 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 21,557,544.86 ლარი.

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. „სტეფან სეჟორნე, თავისი პირველი მოგზაურობით, კიევში ჩავიდა, რათა საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და მისი მოკავშირეებისა და მოსახლეობის მიმართ საფრანგეთის ერთგულება კიდევ […]

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს. მათი თქმით, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია. “ნათელია, რომ რუსული “გამორჩეული” რაკეტები სულ უფრო და უფრო უარესდება და ღმერთმა იცის, სად მიფრინავს! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამიტომ, ფხიზლად იყავით და განგაშის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ,” – ნათქვამია განცხადებაში. უწყების […]

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სეჟორნე კიევში ჩავიდა, რათა დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავად სეჟორნე კი Twitter-ზე წერს, რომ საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. “თითქმის 2 წელია, უკრაინა ფრონტის ხაზზე თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იბრძვის. საფრანგეთის […]

ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

სათამაშოებზე უსაფრთხოების კონტროლი მიმდინარეობს, თუმცა მასშტაბი მცირეა – კობალაძე გამოსავალზე

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 9 იანვარს ორ ქართულ მაღაზიაში რეალიზებული ლატექსის ბუშტებში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობა გამოავლინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მაღაზია “სამმა ძმამ” გაავრცელა და საფრთხის შემცველი პროდუქცია მომხმარებლებისგან უკან გამოითხოვა. აღნიშნული პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში რეალიზებულ პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ მიიქცია. როგორ მიმდინარეობს […]

სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. როგორც Associated Press წერს, მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. “დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად […]