სავაჭრო ომის ზღვარზე: ჩინეთი კონტრზომებს იღებს და აშშ-ში ექსპორტზე შეზღუდვებს ამკაცრებს

3 დეკემბერს ჩინეთმა ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ზოგიერთი კომპონენტის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, რაც ამ ორ ზესახელმწიფოს შორის სავაჭრო დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. ეს არის პეკინის საპასუხო პასუხი ვაშინგტონის მიერ ჩინეთში მიკროსქემების ექსპორტზე ახალი შეზღუდვების შემოღებაზე. პეკინი შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ლითონის (გალიუმი, გერმანიუმი და სტიბიუმი), ასევე ფართო სამხედრო გამოყენების მქონე სხვა მაღალტექნოლოგიური მასალების ექსპორტს კრძალავს. […]

ჩვენ ვქმნით დოვლათს და მივცეთ მაგალითი სხვა ხალხს – ზურაბ ერისთავი

ბიზნესმა ეს სიჩუმე უნდა დაარღვიოს, – ასე ფიქრობს Eristavi Estates დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად. საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა. ერისთავის ინფორმაციით, საზოგადოებას გაუქრა დაცულობის შეგრძნება. გაქრა განცდა, რომ დაცულ და თავისუფალ […]

საქართველოს მომავალი არ აქვს, თუ სამოკავშირეო სახელმწიფოში არ შევა – კარნაუხოვი

რუსი პროპაგანდისტი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი კარნაუხოვი ბელარუსის სამთავრობო მედიასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში არ გაწევრიანდება. “ჩვენ უბრალოდ უნიკალური პროცესის მომსწრენი ვართ. ვხედავთ, როგორ გაერთიანდება, რა მიმართულებით და გაფართოვდება ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფო. შემიძლია პროგნოზირება – საქართველოს მომავალი არ აქვს, თუ სამოკავშირეო სახელმწიფოში თავად არ […]

შერმადინის 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და ტენერიფელთა გამარჯვება “ლეიდასთან”

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” “ლეიდას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:88 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელიც მარსელინიო ჰუერტასის შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:30 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შერმინატორის ანგარიშზე 13 ქულა, 3 […]

თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, აქციების გაშუქების დროს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მასში ძირითადად მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თბილისში მედიის წარმოამდგენელები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მსვლელობით გადაინაცვლეს. იქ, სადაც გასული ათი ღამის განმავლობაში აქციები იმართებოდა, თბილისის მერია ახალი წლის ნაძვის ხეს აწყობს. „სულ ვიმეორებ, რომ […]

,, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავები და ნაფერებია და მისი ხელყოფის უფლებაც არავის აქვს!” – ნანუკა გულუა

ჩცდ-ს მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერს: “დღეს , ჩემი ცხოვრების საჩუქრის, იკუნას დაბადების დღეა… ბუშტიც არ მიყიდია, ტორტზე და სხვა სადღესასწაულო ნივთებზე საუბარიც ზედმეტია, დილამდე არც გამხსენებია… იმას, რაშიც ვიმყოფებით მხარე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდება საერთო ჯოჯოხეთია! მინდა ვთქვა, რომ ყველა კადრი სადაც ადამიანი ტირის, სტკივა და განიცდის – მანადგურებს!ჩემი მეგობარი მახარას […]

ეს უნდა დავძლიოთ… არ შეიძლება ბიზნესი ახლა ჩუმად იყოს – ზურაბ ერისთავი

„ბოლო 30 წელიწადში, როდესაც სახელმწიფოში საკითხი დგებოდა, ბიზნესი მაინც ჩუმად იყო. ეს უნდა დავძლიოთ“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული“ Eristavi Estates დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, საზოგადოებაში აღარ არის შეგრძნება, რომ დაცულ და თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. „აღარ არის საზოგადოებაში შეგრძნება, რომ ვცხოვრობთ დაცულ და თავისუფალ საზოგადოებაში. 33 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქარტეხილი […]

ეკონომიკური ზრდა არ არის საქართველოს ევროკავშირში შესვლის მთავარი არგუმენტი, რომლითაც აპელირებენ – თემურ ჭყონია

“საუბრობენ რომ ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას ევროპაში შესვლის. ეკონომიკური ზრდა არ არის მთავარი არგუმენტი. მთავარი არგუმენტია კომპლექსი იმ ვალდებულებების და სამართლიანობის რაც ევროპაში არსებობს და თუ იმას არ დავიცავთ რაც არ უნდა მდიდარი იყო იქ ვერ შეხვალ,” – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები […]

“გორგიას” მარკეტინგის უფროსმა თანამდებობა დატოვა

““გორგიადან” წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე“ — წერს გიორგი თურქაძე, “გორგიას” მარკეტინგის სამსახურის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში. თურქაძე ამბობს, რომ ის აქციაზე ყოველდღე დადის. “მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით.რაც შეეხება კომპანია “გორგიას”, რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. […]

წლის საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს “ემილია პერესი”

ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ ოდიანის მუსიკალური კომედია “ემილია პერესი” წლის საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული ევროპის კინოაკადემიის მიერ. ფილმა ამავე დროს მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის. “ემილია პერესი” მექსიკელ ნარკობარონზეა, რომელსაც სურს წარსულ ცხოვრებას უარი უთხრას და ახალი ცხოვრება დაიწყოს ქალის სახით. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს „No Other Land“ – არაერთი სხვა პრემიის ლაურეატი, პალესტინელი და […]