პოსტსაარჩევნო პერიოდში ეროვნულ ბანკს 700 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)

პოსტსაარჩევნო პერიოდში ეროვნულ ბანკს 700 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge) სხვადასხვა ღონისძიებებით მცდელობა ხდება, რომ ლარის მიმართ ძალით ნდობა გაიზარდოს,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის შემდეგ, ეროვნულ ბანკს, კურსის შესანარჩუნებლად 700 […]

ბიზნესი დღეს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, სახელმწიფო კი მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს – “თბილღვინოს” დამფუძნებელი

ბიზნესი დღეს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, სახელმწიფო კი მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს – “თბილღვინოს” დამფუძნებელი “საზოგადოება და ბიზნესი, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იყოს ფხიზლად. აქციებზე, დგას საზოგადოების ბრწყინვალე ნაწილი, ყველანაირი სფეროდან. მეამაყება, რომ მეც იქ ვდგავარ”, – ამბობს თბილღვინოს” დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში […]

შს მინისტრის მოადგილე – 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე დარახველიძემ მოუწოდა აქციის შეკრება-მანიფესტაციის […]

“უარესი და უარესი ხდება. მთელი უბედურება ის არის, რომ ეს თუ ასე გაგრძელდება, კიდევ უარესს მივიღებთ” – ნუგზარ კევლიშვილი

ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ ქვეყანაში სულ უფრო უარესი და უარესი ხდება. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ უარესს მივიღებთ. „აქ ვინც ვართ, აბსოლუტურად ვემიჯნებით პოლიტიკას. ჩვენ ვართ საქმიანი საზოგადოება, ვაკეთებთ ბიზნესს, სამუშაო ადგილებს ვქმნით და ვიხდით გადასახადებს, არცთუ ისე პატარას. მაგრამ, ჩვენ არ გვინდა ეს გადასახადები მოხმარდეს ამ უბედურებას, […]

,, კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა, მეგობარი, თავდაუზოგავი და ძალიან ჭკვიანი ექიმი გიორგი ახობაძე დაჭერილია”

ექიმი ნინო ზავრაშვილი დაჭერილი კოლეგის, გიორგი ახობაძის შესახებ წერს: კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა, მეგობარი, თავდაუზოგავი და ძალიან ჭკვიანი ექიმი გიორგი ახობაძე დაჭერილია. მან თავი არ დაზოგა კოვიდ პანდემიის დროს და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე. სახლში ის უვლის ინსულტგადატანილ დედას. აი ჩემი პროფესიული აზრი ხომ ხშირად გაინტერესებთ ხოლმე, გეტყვით- მძიმე დიაგნოზია ამ ყველაფრის გამართლება […]

თიბისის განცხადება დაკავებული თიბისელების მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“, ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას ითხოვენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამართალდამცველები მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან. მისივე თქმით, სამართალდამცველები პერიმეტრზე არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერებზე წვდომას ითხოვენ. „ამ წუთას, ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“. ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე ითხოვენ პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას. (არ ვარ სახლში, მეზობლისგან გავიგე)“, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირი სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ერთს 2300 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულთა შორის არიან „წიგნების თაროს“ მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა. „ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როცა გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჩქარი ნაბიჯებით ჩვენს წინააღმდეგ დაიძრა. მათი მიზანი იყო […]

“ამ წუთას ჩემს კორპუსთან არის მოსული “პოლიცია” – ჯაფარიძე

პილიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: ამ წუთას ჩემს კორპუსთან არის მოსული ‘პოლიცია’. ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე ითხოვენ პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას.

“გორგიას” მარკეტინგის ხელმძღვანელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

ჰიპერმარკეტი “გორგიას” მარკეტინგის ხელმძღვანელმა,გიორგი თურქაძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. “მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით. რაც შეეხება კომპანია “გორგიას”, რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე,” – გიორგი […]