კალაძემ განმარტა, რომელი გამარჯვებებით არის სავსე თბილისი

თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები, დაიდგა მთავარი ნაძვის ხე და დასახელდა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი: „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“. „მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში – ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარაოლიმპიელების გამარჯვებები, UFC -ის ორი ჩემპიონი, სპორტის […]

თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!” – გიორგი კვირიკაშვილი

“თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომლითაც ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის აზრით, თავდამსხმელის დაუსჯელობა ნიშნავს ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება. გუშინდელ აქციაზე „ტვ […]

კრიზისის განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არჩევნებია – ზურაბ ლალაზაშვილი

მიმდინარე პროცესები ან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა, ან ამ პროცესების განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არჩევნებია, – ასეთი განცდა აქვს კომპანია BDO-ს მმართველ პარტნიორს, ზურაბ ლალაზაშვილს. მისი აზრით, საზოგადოების გახლეჩა საშიშ ზღვრამდე მიდის. რაც შეეხება მომავალს, ლალაზაშვილის აზრით, ორი გზა არის. “ან მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სისხლის ღვრამდე ან ამის განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არის არჩევნები. სხვა ცივილური […]

ემანუელ მაკრონი – ბარბაროსული სახელმწიფო დაეცა – პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას

ბარბაროსული სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, დაეცა. პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ ერთგული რჩება. „ამ გაურკვევლობის მომენტში ვუსურვებ სირიელ ხალხს მშვიდობას, თავისუფლებასა და ერთიანობას. საფრანგეთი დარჩება ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოების ერთგული“, – წერს ემანუელ […]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო. კერძოდ, ხმაური აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გამოიწვია პოლიციების მოწოდებამ, რომ აქციის მონაწილეებს ქვეითისთვის სამოძრაო ტერიტორია დაეტოვებინათ, სადაც ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს. სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ. მედიის წარმომადგენლები დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამასთან, […]

მედიის წარმომადგენლებმა, ნაძვის ხეზე, რომელსაც პარლამენტის წინ ამონტაჟებენ, საპროტესტო აქციებზე დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხეზე, რომელსაც ამ წუთებშიც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ. ამავდროულად, მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ნაძვის ხე არ დაეზიანებინათ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა, რუსულ ძალადობას“, „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას“. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც […]

“იმედი” ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა

პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი” ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ლევან მორჩიაშვილი ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” ჟურნალისტად მუშაობდა.

„პირველი, რაც ხისტად უნდა გაკეთდეს არის ამ დარბევების შეჩერება და პატიმრების გამოშვება“ – ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი

ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რათა ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს. ამის შესახებ ლომაძემ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში განაცხადა, რაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციებს დაეთმო: „მე როგორც ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროინტეგრაცია რომ ჩვენი გენეტიკური ნაწილია ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ […]

ბელგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სექს-მუშაკებს შრომით ხელშეკრულებებს და უფლებების დაცვას სთავაზობს

1 დეკემბერს, ბელგიაში მაისში მიღებული კანონი ამოქმედდა. ის მეძავების შრომითი უფლებების და სამართლებლივ დაცვას უზრუნველყოფს. 1 დეკემბერს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს – „ამიერიდან ბელგიაში სექსმუშაკებს შეუძლიათ, კონტრაქტით და დასაქმების უფლებებით ისარგებლონ“, – ციტირებს გამოცემა „ლე სუარი“ შრომის ფედერალური მინისტრის, პიერ-ივ დერმანის ოფისის განცხადებას. ამ კანონის მიღებას წინ 2022 […]

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საქმიანი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთში გუშინ გაემგზავრა და პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთანაც..