მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე – მაშინ საგადასახადო ბაზა შეუდარებლად მცირე იყო, მაგრამ ამ პატარა სეგმენტის გაფიცვამაც უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს,ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად, გადასახადების გადახდაზე უარი თქვა. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამ გაფიცვამ უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე. „ცნობისთვის – 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. რა თქმა უნდა, მაშინ საგადასახადო […]

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები – დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება

საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული […]

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მსვლელობას მართავენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“- ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მსვლელობას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მსვლელობის დროს პოლიციის შენობებთან გაჩერდებიან და მათ მთავარ მოვალეობას შეახსენებენ, რომ მათი პასუხისმგებლობაა დაიცვან ადამიანის უფლებები და ძალადობა აღკვეთონ. აქციის მონაწილეებს ასევე გაშლილი აქვთ შემდეგი შინაარსის ბანერი: „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის […]

დაკავების შემდეგ, საბა ქევხიშვილს მიკროავტობუსში რამდენიმე სპეცრაზმელი უწყვეტად, მონაცვლეობით ურტყამდა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს: ვიდეოზე ჩანს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილი და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ეპიზოდი, რომელიც წინ უძღოდა საბას დაკავებას და ძალადობას. საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – […]

რუსეთში სანტა კლაუსის უცხოეთის აგენტად აღიარებას ითხოვენ, რადგან ის „ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს“

უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას. ბოროდინს მიაჩნია, რომ ბრენდად ქცეული პერსონაჟი პოპულარულია არამეგობრულ ქვეყნებში. სანტას აღიარების მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება, ამავდროულად დასავლური შობის მთავარი სიმბოლო ცვლის რუსულ საახალწლო Деда Мороз-ს. მისი თქმით, ის […]

შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე – ირაკლი კობახიძე

რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო „გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, […]

აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაში რჩება

3 დეკემბერს, აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია კვლავ რეანიმაციაში რჩება. ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ინფორმაციით, დაწყებულია პაციენტის სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი. თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე IPN-თან ისაუბრა მისმა ბიძამ, იოსებ ჩანადირმა. მისი თქმით, ექიმები თანდათან უმცირებენ საძილე პრეპარატებს, რათა გამოღვიძების პროცესი დაიწყოს. “აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, […]

საბა ქევხიშვილის დაკავების და სასტიკად ცემის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოს ავრცელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა […]

ჰერჩინსკი: რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, სავალალოა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებები სავალალოა და შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან. „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა — რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ — არის სავალალო და აშკარად შეუთავსებელი ძირითად […]

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, განჩინება, რომლის მიხედვითაც, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია. „ყველამ ნახეთ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სასამართლოში – ანდრო ჭიჭინაძეს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა […]