სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა, რადგან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მისი პარტია სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე უარი განაცხადა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. „ეს არის აჯანყებისა და გადატრიალების მეორე უკანონო, არაკონსტიტუციური აქტი“, – განაცხადა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, პარკ ჩან-დემ. იუსტიციის სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურის კომისარმა, ბაე სანგ-აპმა […]
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, განჩინება, რომლის მიხედვითაც, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია. „ყველამ ნახეთ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სასამართლოში – ანდრო ჭიჭინაძეს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა […]
ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი – გვინდა გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სთან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით, ისეთი გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგი. „ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ […]
“მსურს მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო,, მაგრამ…” – რა თქვა მიქაუტაძემ “ანჟერთან” მატჩის შემდეგ?

ლიგა 1-ის მე-14 ტურში “ლიონის” “ანჟერთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ, მატჩის ბოლო გოლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, თუმცა ესმის, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონისთვის” ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ფიგურაა. “ბუნებით სპორტსმენი ვარ და რა თქმა უნდა, მსურს, რომ უფრო ხშირად ვითამაშო, მაგრამ ისიც მესმის, რომ აქ ლაკაზეტი ლეგენდაა […]
დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროოს, რა ნივთიერებებია გარეული მხუთავ აირში – ვატო სურგულაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს, გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნივთიერებებია გარეული “მხუთავ გაზში“, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეების დასარბევად იყენებენ. როგორც კოალიციის წევრმა, ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია, სამედიცინო დაწესებულებებმა და მოსახლოებამ იცოდეს, რა ნივთიერებებია გარეული მხუთავ აირში, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობა. “მოვუწოდებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოდ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რითი გვწამლავს ჩვენი […]
ასადისთვის თავშესაფრის მინიჭება პუტინმა გადაწყვიტა – პესკოვი

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. „ცხადია, ამგვარ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაურის გარეშე ვერ მიიღებდნენ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო“, – მოჰყავს რუსეთის სააგენტო “ტასს” პესკოვის სიტყვები. 8 დეკემბერს, საღამოს, რუსეთის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას მერე, რაც ისლამისტი მეამბოხეები […]
ჰამილტონის მეტალურგიული ქარხნის საამქროს ქართველი მთავარი ინჟინერი

გიორგი ლოლუა 1919 წლის 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის N1 სკოლა, 1941 წელს კი – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. II მსოფლიო ომში 1941 წ. გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ […]
აშშ-სთან აქამდე ქაღალდზე დაწერილი პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა, რომელსაც არანაირი შინაარსი არ ჰქონდა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერის თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები […]
ირაკლი კობახიძე – არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში! – ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის

არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში! – ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით […]
„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე მსვლელობას გამართავენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლთან იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გეგმავენ მისვლას. იუსტიციის სახლთან იმყოფებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მსახიობები. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო […]