„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსვლელობით მივიდნენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი” ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის მერიიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი, სათაურით – „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი”. ასევე სკანდირებენ -“ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი”. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და მოქალაქეები იღებენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 […]

დანტე ალიგიერის საზოგადოება დათო მაღრაძის წიგნს სათაურით – ROMA AMOR 2025 წლის იანვარში გამოსცემს

დანტე ალიგიერის საზოგადოება დათო მაღრაძის წიგნს სათაურით – ROMA AMOR 2025 წლის იანვარში გამოსცემს. „დღეს, რომში შედგა შეხვედრა დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტთან, ბატონ ალესანდრო მასისთან. გადაწყდა, რომ დანტეს საზოგადოება დათო მაღრაძის წიგნს სათაურით – ROMA AMOR 2025 წლის იანვარში გამოსცემს და თებერვალში ფლორენციის სასახლეში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, ქსოვრისი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსოვრისი, მუხრანი, მჭადიჯვარი, ქსანი და მიმდებარე სოფელბში; 13:00-დან 17:00 საათამდე […]

მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს – Galt & taggart

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია Galt & taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.5%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.0%-ით გაიზარდა (+39.0 მლნ აშშ დოლარი). „ნოემბერში რეზერვების ცვლილება უკავშირდება […]

რა საკითხებზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და ევროკავშირის ელჩმა?

2024 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა – ინფორმაციას ავრცელებს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო. „შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს. ისაუბრეს ასევე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო […]

პაველ ჰერჩინსკი – ის, რაც საქართველოში ხდება აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად – ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე

ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ “ყველა ზომა მაგიდაზეა”. „ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა […]

ელჩი – არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი – ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება, არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას

როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს. „ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე […]

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს. ისაუბრეს ასევე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

თინა ბოკუჩავა – ძალიან ჰგავს ივანიშვილის რეჟიმი იანუკოვიჩის რეჟიმს – იანუკოვიჩის სახლში გახსნილია კორუფციის მუზეუმი, მალე მოვესწრებით იმ დროს, როცა ივანიშვილის სახლშიც გაიხსნება მუზეუმი

ძალიან ჰგავს ივანიშვილის რუსული რეჟიმი იანუკოვიჩის უკრაინულ რუსულ რეჟიმს – იანუკოვიჩის სახლში გახსნილია კორუფციის მუზეუმი, მალე მოვესწრებით იმ დროს, როცა ივანიშვილის სახლშიც გაიხსნება მუზეუმი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ძალადობრივი, საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმი მალე ჩანაცვლდება ხალხის წარმომადგენლობითი მთავრობით. „ნამდვილად ვხედავ პარალელს ივანიშვილის რეჟიმსა და იანუკოვიჩის […]

შეიქმნას [საზოგადოებრივი] პლატფორმა, რომლის მიზანიც დეესკალაცია იქნება – დავით კიზირია

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი, დავით კიზირია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აცხადებს, რომ პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის „ქართული ოცნებაც“ იქნება ჩართული. მან ამის შესახებ BMGTV-ზე გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ სპეცეთერში ისაუბრა. მისივე ცნობით, არჩევნების ჩატარებამდე, პირველ რიგში უნდა მოხდეს განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს ის, რათა შემდგომში კიდევ სადავო საკითხი არ […]