გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას დაუყოვნებლივ აჩერებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი დევიდ ლამმი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა. განცხადებაში დევიდ ლამი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან […]

,,მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლი“

მარიამ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლი. მე და ჩემი და ვიყავით გუშინ, სახლში ვბრუნდებოდით. ტაქსიმ უჩვეულოდ დააგვიანა. რომ მოვიდა,მოგვიბოდიშა, ეს რა სჭირს ამ ხალხსო, სულ გაგიჟდა პოლიციაო. ყოფილი პოლკოვნიკი ვარ, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსიო. დეტალებში აღარ შევალ. იმიტომ დამაგვიანდა, რომ გზა გადაკეტილი ჰქონდათ ბარათაშვილის ხიდთან და რომ ვუთხარი გამოძახებაზე მოვდიოდი, ჩამარტყესო. ორჯერ. […]

ბათუმში, აქციებში მონაწილე ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს […]

,,მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!“ – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები! მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით! მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის! ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ! ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ! ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ “პრეზიდენტს” ქვეყნის შიგნით და […]

ევროკავშირის ელჩი – საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს – გამაოგნებელია, რომ ჯერ კიდევ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა

საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვინც ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდის, არა მარტო თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, შემდეგია: იმედი არ დაკარგოთ, თქვენი ხმა გვესმის! ბევრი მათგანის მიმართ, ქალების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ ამდენი ძალადობა და სისასტიკე […]

დევიდ ლამი – გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების […]

ტელეკომპანია “იმედი” არ აპირებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ზეწოლის გამო სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას – “იმედი”-ს განცხადება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება გახარიას პარტიის წევრების შეკრებას არხის შენობასთან, სადა ითხოვენ, რომ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. “გახარიას პარტიის წევრები კერძო ტელევიზიასთან, ტვ “იმედთან” შეიკრიბნენ, სადაც გადამღებ ჯგუფებზე ახდენენ ზეწოლას და ჩვენი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ტელეკომპანია “იმედი” არ აპირებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ზეწოლის გამო სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას”- ნათქვამია არხის განცხადებაში.

ელჩებმა მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მხარდაჭერა “ტვ პირველის“ გუნდს – ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიიის, შვედეთის, დანიის , ლიეტუვას და ლატვიის ელჩებმა ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი, გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში მოინახულეს. დიპლომატებმა მკურნალი ექიმებისგან პირადად მოისიმინეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სამუშაო, რომ მომზადდეს სანქციები, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, სანქციები დამოკიდებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაზე. „მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ […]

აფხაზეთში შუქი დღეში მხოლოდ 4 საათი და 40 წუთი ექნებათ

კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებენ, რომ 9 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით არ გაითიშება, დღისით კი, 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, თითოეულ რაიონში ორჯერ 2 საათის და 20 წუთის განმავლობაში ჩაირთვება სხვადასხვა დროს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. „ენერგომომარაგებაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. მოსკოვის დროით 21:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის […]