UK საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას წყვეტს

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი აცხადებს, რომ მიუღებელია და უნდა შეჩერდეს შოკისმომგვრელი ძალადობა თბილისში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. დევიდ ლემის განცხადებით, ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და წინააღმდეგობაშია ქვეყნის საკონსტიტუციო ვალდებულებისადმი, რომელიც ევროპულ მომავალს ეხება. “დიდი ბრიტანეთი დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართულ ყველა პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და […]

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 09 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო […]

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავეს

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ხუთი ადამიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, 3 დეკემბერს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, რის საშუალებაც მათ არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თ.ც.-მ. ამის გამო ამავე უნივერსიტეტის დეკანმა […]

საქართველოში დანიის საელჩო – დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის!

დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის!, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. განცხადებასთან ერთად საელჩოს გვერდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის გიორგი შეწირულის ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები […]

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან მიმდინარე აქციას არქიტექტორები შეუერთდნენ

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლების აქციას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს, არქიტექტორები შეუერთდნენ. არქიტექტორები თავდაპირველად თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც „პირველ არხთან“ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი – “არქიტექტორები სოლიდარობისთვის”. მათი თქმით, ეს არის სოლიდარობის აქცია და კოლეგებს აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე ამ წუთებში, იმყოფებიან არქიტექტორები, მსახიობები და მოქალაქეები. აქციის პარალელურად, დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის […]

“გადაწყვეტილება მაინც ცინიკურია” – აქციაზე დაკავებული დათა ხარაიშვილი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა

პროევროპულ აქციაზე 3 დეკემბერს, გამთენიისას, დაკავებული მთარგმნელი და ლიტერატორი დათა ხარაიშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა. როგორ დათა ხარაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილება “მაინც ცინიკურია”. “მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მაგრამ მაინც ცინიკურია, რომ სამართალდამრღვევი აღმოჩნდი, ამ დროს უბრალოდ მივდიოდი სახლში და გამიტეხეს სახე”, – თქვა დათა ხარაიშვილმა. დათა ხარაიშვილზე დაკავების შემდეგ […]

შემოდგომაზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამჯერ მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

The Wall Street Journal-ის შეფასებით, შემოდგომის სამი თვის განმავლობაში რუსეთმა 6 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით მიიტანა იერიში უკრაინაზე. ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე ზაფხულში და 4-ჯერ მეტი, ვიდრე 2023 წლის შემოდგომაზე. დასკვნები ეფუძნება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებს და შეესაბამება თავდასხმების ანგარიშებს, თვითმხილველთა ჩვენებებსა და უკრაინის ოფიციალური პირების კომენტარებს, აღნიშნავს WSJ. უკრაინის მიმართულებით გაშვებული […]

“რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხად, ევროკავშირისგან სანქციების დაწესებაა საჭირო. დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე, პერსონალური სანქციების დაწესებას „27-ივე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“. ელჩი იმედოვნებს, რომ წევრ ქვეყნებს „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“. იგი ამბობს, რომ ეს საკითხები […]

პიროტექნიკური ლიცენზიის გარეშე რეალიზაციისა და გამოყენებისთვის ჯარიმა ₾200-დან ₾600 იქნება – კანონპროექტი

28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი უკვე დააინიიცირა და მის მიღებას დაჩქარებული წესით, საშემოდგომო სესიის ბოლომდე, ანუ 13 დეკემბრამდე გეგმავს.

SCOOT SCOOT სოლიდარობის ფონდში ₾10 000 – ს რიცხავს

შპს S.S.C Scooter Service Center ს.ს.ც სკუტერების სერვის ცენტრი, იგივე “სკუტ სკუტი” 10 000 ლარს სოლიდარობის ფონდში რიცხავს. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხა თავისუფლებისთვის მებრძოლი, გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეებს მოხმარდებათ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებლის, ნიკა გილაურის ინიციატივით აქციებზე დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა.